მომღერალი და ტელეწამყვანი, ნინი ბადურაშვილი სოციალურ ქსელში ქალიშვილთან, ელენე კუტალაძესთან ერთად ესპანეთში გადაღებულ კადრებს აქვეყნებს. დედა-შვილი მადრიდში მოგზაურობს და კადრებს მეგობრებსაც უზიარებს. ნინის გულშემატკივრები ხშირად აღნიშნავენ, რომ პატარა ელენე თანდათან უფრო ემსგავსება დედას. ნინი ბადურაშვილმა ბიზნესმენ ირაკლი კუტალაძეზე 2012 წელს იქორწინა, თუმცა წყვილი ერთმანეთს მალევე, ქორწინებიდან 4 თვეში დაშორდა. ნინისა და ირაკლის ერთი საერთო შვილი, ელენე ჰყავთ, რომელიც სკოლის მოსწავლეა და, ცნობილი დედის მსგავსად, სოციალურ ქსელში ხშირად ჩნდება.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.