ოჯახი

"სამაგალითო სიყვარული" - ზურა ხაჩიძე მეუღლესთან, ხათუნა ჟორდანიასთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

"სამაგალითო სიყვარული" - ზურა ხაჩიძე მეუღლესთან, ხათუნა ჟორდანიასთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს
ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში მეუღლესთან, ხათუნა ჟორდანიასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და მეგობრებისგან უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს: „სამაგალითო სიყვარული“, „ერთმანეთს ალამაზებთ“ - წერენ კომენტარებში.


ზურა ხაჩიძემ და ხათუნა ჟორდანიამ ერთმანეთი დუეტის ჩაწერის დროს გაიცნეს . კომპოზიტორ რუსა მორჩილაძეს იდეა დაებადა, რომ ხათუნა ჟორდანიას ქალიშვილ ნინი ქარსელაძესთან ერთად ჩაეწერა სიმღერა. დუეტი შედგა და მალევე ჰიტად იქცა. "ვატყობდი, რომ ზურას მოვწონდი, მაგრამ ეს სერიოზულად არ მიმიჩნევია, რადგან ჩემზე გაცილებით უმცროსი იყო. ბიჭებს არაერთხელ დაურეკავთ ჩემთვის და უთქვამთ, ზურა
საწოლიდან ვერ დგება, ისე ენატრები და შენი ნახვა უნდაო. იყო პერიოდი, როცა ზურა თავისი გრძნობით მაბრაზებდა კიდეც. ჩვენ სამებაში დავიწერეთ ჯვარი. თითქმის ყველა ჟურნალის გარეკანზე ჩვენი ფოტოები იყო დაბეჭდილი" - იხსენებს ხათუნა ჟორდანია.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93