ოჯახი

„სტრესული პერიოდი გავიარეთ, ლელას დეპრესიაც ჰქონდა… ახლა ასეთი ამბებია ჩვენს ცხოვრებაში…“ - ლელა წურწუმიასა და მამულიჩას ოჯახური თანაცხოვრება

„სტრესული პერიოდი გავიარეთ, ლელას დეპრესიაც ჰქონდა… ახლა ასეთი ამბებია ჩვენს ცხოვრებაში…“ - ლელა წურწუმიასა და მამულიჩას ოჯახური თანაცხოვრება
ბოლო დროს სულ უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი იღებს ოთხფე­ხა მე­გობ­რებ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და მზრუნ­ვე­ლობს მათ. თუმ­ცა მათ­გან ყვე­ლას არ შე­უძ­ლია ამ საქ­მეს ბო­ლომ­დე გა­უ­ძღვეს და ამის გამო ქუ­ჩა­ში პატ­რო­ნის­გან უარ­ყო­ფი­ლი არა­ერ­თი ცუგა ხვდე­ბა... მომ­ღე­რა­ლი ლელა წურ­წუ­მია ცხო­ვე­ლე­ბის დიდი მოყ­ვა­რუ­ლია. ის სახ­ლში ორ ძაღლს ინა­ხავს. ერთი წე­ლია, მე­უღ­ლეს­თან, კახა მა­მუ­ლაშ­ვილ­თან, მა­მუ­ლი­ჩას­თან ერ­თად აქ­ტი­უ­რად არის თა­ვის ცუ­გე­ბის მზრუნ­ვე­ლო­ბის საქ­მე­ში ჩარ­თუ­ლი...

მათი ძაღ­ლე­ბის თავ­გა­და­სავ­ლე­ბის ამ­ბებს კი მა­მუ­ლი­ჩა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსელ­ში ხში­რად აზი­ა­რებს. კახა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი ახლა ჩვე­ნი სტუ­მა­რია და ვსა­უბ­რობთ მათ ოთხფე­ხა
მე­გობ­რებ­ზე.

"ოთხფე­ხე­ბი არი­ან თუ ორ­ფე­ხე­ბი, ვე­ღარ ვხვდე­ბი... რა­ღა­ცე­ბი ეს­მით, რა­ღა­ცე­ბი - არა. ისე, ჯერ პა­ტა­რე­ბი არი­ან - აკი­რა წლის და სამი თვის არის და ოდი, ოდი­კოს ვე­ძა­ხით, ერთი წლის გახ­და. ჩვე­ნი ვაჟ­ბა­ტო­ნი აკი­რა ამე­რი­კუ­ლი აკი­ტაა, გვა­რად წურ­წუ­მია გახ­ლავთ, ოდიც ვაჟ­ბა­ტო­ნია, ოღონდ გვა­რად მა­მუ­ლაშ­ვი­ლია, ის ქუ­ჩი­დან მო­ვიყ­ვა­ნეთ. მოკ­ლედ, ჯი­ში­ა­ნი წურ­წუ­მი­აა, რა (იცი­ნის)... რა­ღაც ასე და­ვა­ლა­გე. ბუ­ნებ­რი­ვია, პრე­ტენ­ზია არც ერთ ძაღლს არ აქვს“ - გვე­უბ­ნე­ბა მა­მუ­ლი­ჩა.

- რო­გორ მოხ­ვდნენ თქვენ­თან?

- ლე­ლას ად­რეც ჰყავ­და ძაღ­ლი და სა­ერ­თოდ, მათ­თან ოჯახ­ში ძაღ­ლი სულ იყო... ერთხელ ერთ-ერთს მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა და იმის მერე თქვა, - სახ­ლში ძაღლს აღარ მო­ვიყ­ვა­ნო... რაც შე­ე­ხე­ბა ამ ჩვენს ძაღ­ლებს, ოჯახ­ში სი­ახ­ლე, გა­მო­ცო­ცხლე­ბა მოგ­ვინ­და, რად­გა­ნაც პან­დე­მი­ის დროს სტრე­სუ­ლი პე­რი­ო­დი გა­მო­ვი­ა­რეთ. ლე­ლას ცოტა დეპ­რე­სი­აც ჰქონ­და... მერე მე­გო­ბარ­მა თორ­ნი­კე ჯგერ­ნა­ი­ამ ლე­ლას უთხრა, ამ სტრე­სის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში ძაღ­ლი და­გეხ­მა­რე­ბაო. მე­ო­რე დღეს­ვე კას­პის ძაღ­ლთსა­შე­ნი­დან ამე­რი­კუ­ლი აკი­ტა მო­ვიყ­ვა­ნეთ. მე­ო­რე თვე­ში იყო, ჩვენს ოჯახ­ში რომ შე­მო­ა­ბი­ჯა. ძაღ­ლი სახ­ლში რომ გაჩ­ნდე­ბა, მერე თით­ქოს მე­ო­რის შე­ძე­ნის სურ­ვი­ლიც გიჩ­ნდე­ბა. რა­ღაც სხვა ენერ­გი­ას გაწ­ვდის...

წაიკითხეთ სრულად
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93