ბედნიერი ოჯახი - მარიკა თხელიძე მეუღლესთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს - Marao

ბედნიერი ოჯახი - მარიკა თხელიძე მეუღლესთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

2023-01-29 11:50:18+04:00

მომღერალმა მარიკა თხელიძემ და „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გიორგი მანველიძემ გასულ წელს იქორწინეს. წყვილმა ერთმანეთი საერთო მეგობრის, ნინი ქარსელაძის დახმარებით გაიცნო და მათი მეგობრული ურთიერთობა მალევე გადაიზარდა სიყვარულში: „გიორგის მიმართ პირველივე ნახვისას სიმპათიით განვეწყვე. მალევე სხვა თვალით შევხედეთ ერთმანეთს და ჩვენი ურთიერთობაც იქ დაიწყო. გადავწყვიტეთ, რომ ერთად გვეცხოვრა და უბედნიერესი ვარ, რომ ეს ადამიანი დღეს ჩემ გვერდითაა“ - ამბობდა მარიკა თხელიძე. მარიკა და გიორგი სულ ცოტა ხნის წინ გოგოს მშობლები გახდნენ.

ამჯერად მარიკა თხელიძე სწორედ მეუღლესთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს და მეგობრებისგან უამრავ კომპლიმენტსაც იმსახურებს: "ბედნიერი ოჯახი", "უხდებით ერთმანეთს", "ძალიან ლამაზი წყვილი" - წერენ კომენტარებში.