„ძალიან ბევრი კერძის მომზადება ვიცი. თან, მართლა კარგად ვამზადებ. უბრალოდ, როცა დრო არ გაქვს, არჩევ კერძებს, რომლებიც აქტიურ რეჟიმში მცხოვრები ადამიანისთვის უფრო მარტივი მოსამზადებელია. თუ გამოძახება შეგიძლია, რატომაც არა, ესეც ძალიან კარგია. ცხოვრების გამარტივების საშუალება თუ გაქვს, ასეც უნდა მოიქცე და საკუთარ თავს დასვენების უფლება უნდა მისცე. თუმცა, ძირითადად, კერძებს სახლში ვაკეთებ, თან, დღეში სამჯერ. სამი ბავშვისა და ორი უფროსისთვის საკმ
როლების გადანაწილებაზე თუ ვისაუბრებთ, 80/20-ზეა. 80 პროცენტი – მის სასარგებლოდ. მარიანა ჩვენი პირველი საერთო შვილია. მე მისთვის ერთი ღამე არ გამითენებია. სანდრო იღვიძებდა, უცვლიდა, ბანდა, საჭმელს უკეთებდა, აჭმევდა და აძინებდა. თუმცა ახლა არ არის ასე, მე ერთი ბავშვი გავზარდე, მეყოფაო, ამბობს.
ჯერ ვერ შევქმენი ჩვენს ოჯახში ისეთი გარემო, როგორზეც ვოცნებობდი. ალბათ, ამისთვის ბევრი დრო დამჭირდება. ჩემთვის ყველაზე მისაღებია ერთად საუზმობის, სადილობისა და ვახშმობის კულტურა, რაც ჩემს ოჯახში ფიზიკურად არ გამოდის. ერთ ბავშვს ერთ დროს ეწყება სკოლა, მეორეს – სხვა დროს ბაღი, ჩემს ქმარს როდის გადაღება აქვს, როდის რეპეტიცია, წინასწარ ვერ განსაზღვრავ. მე ბავშვების გამო ფეხზე დამდგარიც ხშირად ვჭამ და აქედან გამომდინარე, ის, რაც ოჯახში ძალიან მნიშვნელოვანი მგონია, ჯერჯერობით არ გამომდის. არადა, ჩემს ოჯახში სულ ასე იყო. დედაჩემი საჭმელს რომ მოამზადებდა, მეტყოდა, გელოდებით, უშენოდ არ ვჭამთო და ეს რიტუალი ძალიან მომწონს”, - ამბობს თამუნა მუსერიძე.
