"მე იმ თაობას ვეკუთვნი, რომელიც ნაკლებად ფიქრობდა, თუ რამდენად მომგებიანი იქნებოდა მისთვის მომავალი პროფესია. ახლანდელი ახალგაზრდები გაცილებით პრაგმატულები არიან და ისეთ პროფესიას ირჩევენ, რომელიც უფრო მომგებიანია. ეს, ერთი მხრივ, კარგია, მაგრამ მეორე მხრივ, ცუდიც. ყველაფერი ბოლო კლასში გადავწყვიტე, როცა სკოლას ვამთავრებდი. მანამდე მსახიობობაზე არც
ეკა ნიჟარაძე მეუღლესთან, მწერალ რეზო თაბუკაშვილთან ერთად კახეთში, სოფელ ართანაში ცხოვრობს. როგორც მან "შუადღესთან" საუბრისას განმარტა, ადრე ვერ წარმოიდგენდა, რომ სოფელში იცხოვრებდა, თუმცა ახლა თავს შესანიშნავად გრძნობს:
"20 წლის წინ ვინმეს ჩემთვის რომ ეთქვა, რომ სოფელში წავიდოდი საცხოვრებლად, ალბათ, ამას ვერ დავიჯერებდი… ჩემი ოცნება იყო, რომ მქონოდა ჩემი სახლი, სადმე სოფელში…
ჩვენ ახლა ვიმყოფებით თელავის რაიონის სოფელ ართანაში. რომ მეკითხებიან, რას აკეთებო, ვპასუხობ, სოფელში სულ საქმეა-მეთქი. მეგობრებმა დაგვათვალიერებინეს აქ რაღაცები, იმავე დღეს ვნახე ეს სახლი და ძალიან მომეწონა. გავიკეთე ოპერაცია, საიდანაც მომრჩა თანხა. შეიძლებოდა, ორ კვირაში დახარჯულიყო, ამიტომ გადავწყვიტე რაღაცის შეძენა. ეს სახლი რომ დავინახე, მივხვდი, რომ ეს იყო. აქ არის დიდი მიწა და უკან გავაშენე ვენახი. ძალიან ბევრი დაბრკოლება მქონდა, წყლის პრობლემა იყო, აქ ვერ ჩამოხვიდოდი და ბავშვებს ვერ ჩამოიყვანდი. ფაქტობრივად, თავიდან გავაკეთე ყველაფერი…
როცა თბილისში ვარ, ვიცი, რომ ნებისმიერ დროს შემიძლია ჩავხტე მანქანაში და ჩამოვიდე. რასაც აქ ხედავთ, არაფერი არ არის ახალი, რაღაცები თბილისიდან მაქვს ჩამოტანილი…“ - ამბობს ეკა ნიჟარაძე.