ლევან წულაძისა და მანანა კოზაკოვას წყვილს საზოგადოება კარგად იცნობს. ლევანი, როგორც წესი,, თეატრის კულისებიდან, მანანა კი - სცენიდან ხშირად ხვდება თეატრში მისულ მაყურებელს და მათ დაუვიწყარ ემოციებს ჩუქნის.
ლევან წულაძემ და მანანა კოზაკოვამ ერთმანეთი სწორედ თეატრში გაიცნეს, სადაც მანანა სტუდენტის, ლევანი კი პედაგოგის სტატუსით თითქმის ყოველ დღე დადიოდა:
"თეატრალურში მე უკვე პედაგოგი ვიყავი და მანანა იყო შესანიშნავი, მზეთუნახავი სტუდენტი, ოღონდ ჩემი არა. ერთ მშვენიერ დღეს გოგი მარგველაშვილმა მითხრა, მშვენიერი გოგოა, მოიყვანე ცოლად, სად იყურებიო. ისე
მოხდა, რომ მივესალმეთ ერთმანეთს და რამდენიმე დღეში დასალევადაც წავედით მეგობრებთან ერთად. სამ დღეში გადავწყვიტეთ ოჯახის შექმნა. სადღეგრძელოს ვამბობდი ოჯახის შესახებ. უცებ ყველა მოვიდა და გადამკოცნეს. ყველა კარგ ხასიათზე დადგა და ვიფიქრე, სანამ არ გადაუფიქრებია ამ კარგ გოგოს-მეთქი, ნახევრად ხუმრობაში მეორე დღეს ვიყავით უკვე ცოლ-ქმარი. თავქარიანად მოვიქეცი, მაგრამ მანანაც თავქარიანად მოიქცა", - იხსენებს ლევან წულაძე.
ამჯერად წყვილი ესპანეთში, ბარსელონაში მოგზაურობს და კადრებს საკუთარ მეგობრებსაც უზიარებენ.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.