"დღესაც ისევ ისე მიყვარს, როგორც თავიდან... მეუღლის დიდი დამსახურებაა, რომ მე დღეს ეს ჯილდოები მაქვს" - გიორგი შერმადინი ოჯახსა და მეუღლეზე - Marao

"დღესაც ისევ ისე მიყვარს, როგორც თავიდან... მეუღლის დიდი დამსახურებაა, რომ მე დღეს ეს ჯილდოები მაქვს" - გიორგი შერმადინი ოჯახსა და მეუღლეზე

2023-03-06 11:47:19+04:00


წარმატებული ქართველი კალათბურთელი გიორგი შერმადინი ნოე სულაბერიძის გადაცემას სტუმრობდა, სადაც საკუთარი ოჯახისა და მეუღლის შესახებაც ისაუბრა:

"ანი თბილისში გავიცანი. დავით ტატიშვილის კლინიკის 10 წლის იუბილე იყო. შემდეგ როგორც ხდება ხოლმე, მიმოწერა, შეხვედრები. მეორე წელს უკვე ჯვარი დავიწერეთ. დღესაც ისევ ისე მიყვარს, როგორც თავიდან. მეუღლის დიდი დამსახურებაა, რომ მე დღეს ეს ჯილდოები მაქვს! ცოლ-შვილი ყველანაირად ხელს მიწყობს”- თქვა გიორგი შერმადინმა.