"არ მყავს ტრადიციული, ქართული ოჯახი... შეიძლება სხვაგან ამას სკანდალი მოჰყოლოდა.." - მსახიობი მარიამ ცქიფურიშვილი ოჯახისა და მის მიმართ გამოთქმული კრიტიკის შესახებ - Marao

"არ მყავს ტრადიციული, ქართული ოჯახი... შეიძლება სხვაგან ამას სკანდალი მოჰყოლოდა.." - მსახიობი მარიამ ცქიფურიშვილი ოჯახისა და მის მიმართ გამოთქმული კრიტიკის შესახებ

2023-03-15 11:39:32+04:00


ცნობილია, მსახიობის მარიამ ცქიფურიშვილის პოსტმა თუ რამდენად დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. მსახიობი თავის პირად ცხოვრებაზე თამამად საუბრობდა, სადაც წერდა, რომ 34 წლის მანძილზე ბევრი “პარტნიორი” გამოიცვალა და რომ არც ერთი გასახსენებლად არ ღირს, რომ სიყვარული არის გზა და ამ გზაზე ღირსეულად ივლი მხოლოდ მაშინ, თუ იქნები მამაცი და საკუთარ თავს გარდაქმნი, და შეძლებ აპატიო როგორც შენს თავს, ასევე სხვა ადამიანებს შეცდომები; და რომ "მრუშობაც" კი სულ სხვა გზაზე გაგიყვანს, თუკი შინაარსში სუფთა დარჩები.

მსახიობი თამამი პოსტის შემდეგ გადაცემაშიც აღმოჩნდა, სადაც მის მიმართ კრიტიკა ბევრი ქალისგან გაისმა... ამ ყველაფერზე მარიამი ვრცლად და გულწრფელად გვესაუბრა...

- მარიამ, თქვენს პოსტს "ატომური ბომბის" ეფექტი ჰქონდა... სრულიად მოიცვა სოციალური ქსელი, იყო განხილვა, კრიტიკა...

- ჩემი მიზანი არ ყოფილა, პოსტი "ატომური ბომბი" ყოფილიყო... მე ის დავწერე, რაც ჩემი შინაგანი მდგომარეობიდან მოდიოდა. ხმამაღლა იმ თემაზე ვისაუბრე, რომელიც მგონია, რომ ბევრი ადამიანისთვის არის ნაცნობი. ამის დასტური ისიც იყო, რომ ადამიანებმა მიიღეს და თავისი თავი ბევრმა იცნო პოსტში. ესეც რაღაც თვალსაზრისით იმის დადასტურება იყო, რომ ეს მხოლოდ ჩემი სათქმელი არ ყოფილა. თურმე ბევრის სათქმელი აღმოჩნდა და მე უბრალოდ გამტარი, გამომთქმელი ვიყავი ამ ყველაფრისა... რაც შეეხება კრიტიკას, ეგეც გასაგებია... სიმართლეს კრიტიკა ყოველთვის მოსდევს. ადამიანი ამისთვის მზად უნდა იყო. უცხოებისგან რაღა უნდა მეწყინოს, ხანდახან რაღაც საკითხები ახლობელ ადამიანებსაც კი არ ესმით. ხანდახან გაოგნებული ვარ, ისეთი სინამდვილე შეიძლება ვერ გაიგოს ძალიან ახლობელმა და ამის გამო გაგაკრიტიკოს, შენს ნათქვამს არასწორი ინტერპრეტაცია მისცეს და სრულიად სხვანაირად დაინახოს...ახლობელ მოაზროვნე ადამიანებს ამ მხრივ იმედი იმდენჯერ გაუცრუებიათ, უცხოების კრიტიკა რაღა მოსატანია...ადამიანი თუ კრიტიკას ზედმეტ ყურადღებას მიაქცევ, ვერ შეძლებ შენს შინაარსში არსებულ სიმართლეს გაჰყვე. ამიტომ მე უფრო ხშირად ვირჩევ ჩემი აზროვნების, სინდისის ხმას გავყვე, თუნდაც ამის გამო გამაკრიტიკონ.

წაიკითხეთ სრულად