ლევან წულაძე 18 მარტს 58 წლის გახდა. ყველასთვის საყვარელ რეჟისორს იუბილე არაერთმა ადამიანმა მიულოცა, მათ შორის იყო ლევანის ქალიშვილი, თინათინი, რომელმაც მამასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა: "დედამიწაზე ყველაზე კარგი ადამიანი" - წერს თინათინი.

ლევან წულაძე 2006 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი, მიხეილ თუმანიშვილის სახელოსნო. ლევან წულაძეს ნათამაშები აქვს ფილებში: „მეჯლისი გაყიდულ სახლში“, „ვარიაცია „ოტელოს“ თემაზე“, „ერთი ლეღვი გზაზე“, „უსუი“. სხვადასხვა დროს კი მიიღო სანდრო ახმეტელის სახელობისა და საქართველოს თეატრალური საზოგადოების ყოველწლიური კონკურსის პრემიები, ღირსების ორდენი, თეატრალური პრემია „დურუჯი“...
ლევან წულაძის ხანგრძლივი მოღვაწეობის პერიოდში არაერთი ცნობილი და წარმატებული სპექტაკლი დაუდგამს, მათ შორისაა: „ზაფხულის ღამის სიზმარი“, „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“, „პიგმალიონი“, „ფაუსტი“, „ვენეციელი ვაჭარი“ და სხვ.
ლევან წულაძეს საზოგადოება "ჭოლას' სახელითაც იცნობს. მისი მეუღლე კი ასევე ცნობილი და წარმატებული მსახიობი მანანა კოზაკოვაა. ევანი, როგორც წესი, თეატრის კულისებიდან, მანანა კი - სცენიდან ხშირად ხვდება თეატრში მისულ მაყურებელს და მათ დაუვიწყარ ემოციებს ჩუქნის.
ლევან წულაძემ და მანანა კოზაკოვამ ერთმანეთი სწორედ თეატრში გაიცნეს, სადაც მანანა სტუდენტის, ლევანი კი პედაგოგის სტატუსით თითქმის ყოველდღე დადიოდა:
"თეატრალურში მე უკვე პედაგოგი ვიყავი და მანანა იყო შესანიშნავი, მზეთუნახავი სტუდენტი, ოღონდ ჩემი არა. ერთ მშვენიერ დღეს გოგი მარგველაშვილმა მითხრა, მშვენიერი გოგოა, მოიყვანე ცოლად, სად იყურებიო. ისე მოხდა, რომ მივესალმეთ ერთმანეთს და რამდენიმე დღეში დასალევადაც წავედით მეგობრებთან ერთად. სამ დღეში გადავწყვიტეთ ოჯახის შექმნა. სადღეგრძელოს ვამბობდი ოჯახის შესახებ. უცებ ყველა მოვიდა და გადამკოცნეს. ყველა კარგ ხასიათზე დადგა და ვიფიქრე, სანამ არ გადაუფიქრებია ამ კარგ გოგოს-მეთქი, ნახევრად ხუმრობაში, მეორე დღეს ვიყავით უკვე ცოლ-ქმარი. თავქარიანად მოვიქეცი, მაგრამ მანანაც თავქარიანად მოიქცა", - იხსენებს ლევან წულაძე.

„უეცრად გადავწყვიტე და ვიფიქრე, რომ ეს ის არის. მეტროში ვისეირნეთ მე და ჭოლამ ერთი დღე. შემდეგ წავედით კინოში და სწორედ იქ მოვიფიქრე, რომ ის არის სწორი ადამიანი. ის, ვინც მინდოდა. ვფიქრობ, ჭოლა არის პატიოსანი, საოცრად დახვეწილი პიროვნება, რომელსაც აქვს ძალიან ბევრი თვისება და ჩემი აღფრთოვანება არ სრულდება, იმდენად ამოუწურავია.
რამდენჯერმე ვცადე, მაგრამ ვერ ავყევი, იმდენად კარგი ადამიანია. მას აქვს დიდი სიკეთე და პატიოსნება.
კინოში ხუმრობით მითხრა: მოდი, შევქმნათ ჰარმონიული ოჯახი. თითქოს იხუმრა, მაგრამ ვიცოდი, რომ სხვა რამ იყო. მაშინვე თანხმობა ვუთხარი. გვქონია დაძაბული პერიოდი და თითქმის გაყრის პირასაც ვიყავით. ყველაზე რთულია, როდესაც კონფლიქტი წვრილმანების გამო ხდება. სერიოზულ რამეს შესაძლოა შეეგუო ან ვერ შეეგუო. მე გამოსავალს ვერ ვხედავდი და მაშინ ლევანმა მითხრა, რომ ორივეს მაგივრად შეძლებდა სიყვარულს. მივხვდი, რომ ამაზე მეტი ადამიანს არ შეუძლია. ლევანი ბევრად დიდია და მან იცის ასე მოქცევა”, – იხსენებდა მანანა კოზაკოვა.