ჰოკეის მატჩზე, "ლოს-ანჯელეს კინგზისა" და "სან-ხოსე შარქსის" შეხვედრისას, საზოგადოების ყურადღება არა მარტო ყინულისკენ იყო მიმართული, არამედ VIP-ტრიბუნისკენაც. თამაშს, სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად, ბექჰემების ოჯახიც ესწრებოდა. ეს არ გამორჩენია ე.წ. კოცნის კამერას, რომელმაც დევიდი და მისი შვილი, პატარა ჰარპერი დააფიქსირა.
წესის მიხედვით, KissCam-ში მოხვედრილმა წყვილებმა მთელი სტადიონის თვალწინ უნდა აკოცონ ერთმანეთს; შემდეგ კი ამას დიდ ეკრანზე მთელი სტადიონის დასანახად გაუშვებენ. დევიდ ბექჰემმა კარგად იცის ამ თამაშის წესები – ის და ვიქტორია უკვე მოხვედრილან "კოცნის კამერაში".
როცა მათკენ მიმართული KissCam შენიშნა, დევიდმა ნაზად აკოცა შვილს და მას ეკრანისკენ მიუთითა. პატარას სახის გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ, მას ჯერ გაუკვირდა და შემდეგ ძალიან გაუხარდა, როცა მამაკოსთან ერთად საკუთარი თავი დიდ ეკრანზე იხილა. უფროსი ვაჟები და ვიქტორია კადრში ვერ მოხვდნენ. სამაგიეროდ, კარგად ჩანან ბექჰემის VIP-ტრიბუნის მეზობლები ტომ კრუზი და მისი ვაჟი კონორი.
იხილეთ ვიდეო