ლონდონის უნივერსიტეტის მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ცოლქმრული ცხოვრების დროს მამაკაცის ერთგულება ამ უკანასკნელის მაღალ ინტელექტზე მეტყველებს.
ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ მონოგამია – მხოლოდ ჭკვიანი მამაკაცების ხვედრია. რაც უფრო მაღალია ძლიერი სქესის წარმომადგენლის ინტელექტი, მით მცირეა იმის ალბათობა, რომ ის მეორე ნახევარს უღალატებს.
საქმე ისაა, რომ სოციალურ ასპექტში მონოგამია მამაკაცსა და ქალს შორის ურთიერთობის ყველაზე უსაფრთხო ვარიანტია. ჭკვიანი მამაკაცები კი ამას სიღრმისეულად აცნობიერებენ.
ამასთან, მეცნიერების აზრით, ერთი ქალისადმი ერთგულება მამაკაცის სქესობრივი და ნერვული სისტემის ჯანმრთელობის გარანტია.
<div class="apester-media" height="350" data-media-id="5a86b2e8caf6cd00016f86c5"></div>
<script src="https://static.apester.com/js/sdk/v2.0/apester-javascript-sdk.min.js"></script>