ძვირფასო, პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ჩემმა ქმარმა ამ წერილის შესახებ არაფერი იცის – შემთხვევით უყურადღებოდ დატოვებული მობილური, წაუშლელი მესიჯები და ყველაფერი – მე ვიცი თქვენი არსებობის შესახებ და ინტერესით ვადევნებ თვალს, აგერ უკვე მეოთხე თვეა თქვენი სერიალის მომდინარე მოვლენებს.
მიზეზი, რამაც მიბიძგა, მომეწერა თქვენთვის, არ არის არც ეჭვიანობა და არც საკუთრების დაცვა. უბრალოდ, სერიალი, რომელიც პირველი თვეები საკმაოდ საინტერესო საყურებელი იყო, მოსაწყენი და ერთფეროვანი გახდა და მინდა დაგეხმაროთ, ის უფრო ოპტიმისტურ კალაპოტში მოაქციოთ.
ჯერ ერთი, მინდა გითხრათ, რომ ერთმნიშვნელოვნად ყოჩაღი ხართ. საერთო ჯამში ტაქტიკა სავსებით სწორია. ჩემი ქმარი ძალიან ზარმაცია და თვითონ არანაირად არ გადასცდებოდა სწორ გზას და ფლირტს არ წამოიწყებდა. თქვენი დაჟინება და მიზანსწრაფულობა კი სწორედ ისაა, რაც ამ სიტუაციაშია საჭირო. ოღონდ ერთი პატარა "მაგრამ" არსებობს. არ ღირს ასეთი ტიპის მესიჯების გამოგზავნა: "დღეს სახლში ხომ არ მიმაცილებთ?", "ერთად ხომ არ გვესადილა?", "თეატრში ხომ არ გინდათ წასვლა?". ეს სრულიად უსარგებლო წყლის ნაყვაა.
უყიდეთ ბილეთი და დაპატიჟეთ, რესტორანში შეუკვეთეთ მაგიდა და უხმეთ, ერთი სიტყვით, ინიციატივა საკუთარ თავზე აიღეთ – ის ძალიან დაკავებული ადამიანია და თან, ზარმაცი, ამიტომ თავად არ იმოქმედებს. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე.
სრულად იხილეთ: mshoblebi.ge