მათ 62 წლის წინ გაიცნეს ერთმანეთი და პირველივე წუთებიდან ბოლომდე თავდავიწყებით უყვარდათ ერთმანეთი.
ეს არის სიყვარულის ისტორია, რომლის შემქნაც მხოლოდ თავად ცხოვრებას შეეძლო!
მაქსინმა და დონმა ერთმანეთი 1952 წელს გაიცნეს და მაშინვე შეუყვარდათ ერთმანეთი.
რამდენიმე წლის გასვლის შემდეგაც მათი სიყვარული არ გახუნებულა.
ისინი დაქორწინდნენ და ორი ბავშვი იშვილეს. ბევრი წლის გასვლის შემდეგაც მათი თვალები სიყვარულით ბრწყინავდა.
მათ სიყვარულს ასაკმაც არ დააჩნია კვალი. დონი ისევე ამაყობდა ცოლით, როგორც პირველ დღეს.
ისინი სულ ხელჩაკიდებულები დადიოდნენ.
დრომ ვერაფერი დააკლო მათ სიყვარულს.
ბოლო წუთამდე ისინი არა უბრალოდ წყვილი, არამედ საუკეთესო მეგობრები იყვენენ – ასეთ კავშირზე ბევრი მხოლოდ იოცნებებდა.
სიკვდილის სარეცელზე მწოლიარეთაც მათ ხელიხელს ჰქონდათ ჩაკიდებული. ამქვეყნად თავისი უკანასკნელი წუთებიც მათ ერთად გაატარეს.
დონმა დაუთმო თავის საყვარელ მაქსინს – ცოლი პირველი გარდაიცვალა. მაგრამ სულ მალე, როცა ოთახიდან საყვარელი მეუღლის სხეული გაქრა, კაციც გაემგზავრა საყვარელ თანამეცხედრესთან.
დონის უკანასკნელი სიტყვები იყო: "ეს ჩემი მშვენიერი ცოლია!"
ეს არის, სიყვარული, რომელიც არასოდეს მთავრდება.
ყოველ ადამიანს შეუძლია თავი ბედნიერად ჩათვალოს, როცა ასეთი სიყვარული აქვს. წარმატებასა და ფულს არ აქვს მნიშვნელობა... თუ იპოვე შენი სიყვარული, ჭეშმარიტად ბედნიერი ხარ!