თქვენი აზრით, როგორ უნდა გამოიყურებოდეს მამაკაცის ანკეტა? სწორედ ასე, როგორც ის ქალმა შეადგინა. წაიკითხეთ და ისიამოვნეთ.
1. მდიდარი ვარ. არ მყავს ყოფილი ცოლი, შვილები პირველი ქორწინებიდან და დანარჩენი ნათესავები. თანაც, მილიარდერი ვარ.
2. გულუხვი ვარ. შენთვის მანქანების, სამოსისა და ძვირფასეულობების საყიდლად ფული არასდროს დამენანება.
3. მიყვარს ცხოველები. მიყვარს და მსიამოვნებს, როცა ისინი გლეჯენ და ღრღნიან ჩემს ნივთებს. ყველაზე მეტად მიყვარს, როცა ჩემს ფეხსაცმელებში მოისაქმებენ ხოლმე ან საბუთებს დამიღეჭავენ.
4. ვაფასებ ქალურ სისუსტეებს. არ მომბეზრდება 2-საათიანი ჭორაობა ტელეფონზე, შოპინგი და ინტერნეტფლირტი.
5. არასდროს მივყრი-მოვყრი ჩემს წინდებს ბინაში. მუდმივად ვუვლი ჩემს თავს (წარბების ამოპუტვა, ეპილაცია, მანიკიური) და რა თქმა უნდა, არ ვხვრინავ.
6. უაღრესად ერთგული ვარ. მოდელებსა და მსახიობებზე არანაირი რეაქცია არ მაქვს. ყველას ჩემი ცოლი მირჩევნია.
7. მუდამ მზად ვარ დასაქორწინებლად. არ მეშინია ცოლზე, შვილებზე პასუხისმგებლობის აღების. მუდამ მზად ვარ, ჩემი ცოლისა და მისი ნათესავებისთვის ვარსკვლავები მოვწყვიტო ციდან.
8. დედასავით შევიყვარებ სიდედრს.
9. ალკოჰოლს კი არა, მსუბუქ კოქტეილებსაც არ ვსვამ. საზიზღარსუნიან ლუდსაც კი არ ვეკარები. არასდროს ვუყურებ ფეხბურთს. ვგიჟდები სერიალებსა და მოდურ გადაცემებზე.
10. არ ვხვდები მეგობრებს. არ ვჭორავთ ქალებს. მეგობრებთან ერთად მოლხენა რა ჩემი საქმეა. მთელი ჩემი ხელფასი ჩემს ცოლს უნდა ჩავაბარო. მან უკეთესად იცის, რა არის საჭირო ჩემთვის.
11. მაღალი, ათლეტური, ჰოლივუდის მსახიობივით ლამაზი ვარ (ნუ დავკონკრეტდებით, რომელი). ჩემს სექსუალურობასა და შესაძლებლობებზე ლეგენდები დადის, მაგრამ ხომ გითხარით, ცოლის ერთგული ვარ. თანაც, ძალიან მორიდებული.
12. ჩემი ცოლი ამ პლანეტაზე ყველაზე ლამაზია. თუმცა, მთავარი სილამაზე კი არა, მისი მდიდარი შინაგანი სამყაროა.
13. ვამზადებ კერძებს, ვრეცხავ ჭურჭელს, სარეცხს. თავად ვიუთოებ - ეს ჩემი საყვარელი გასართობებია. ბავშვები სკოლასა და ბაღში თავად მიმყავს და მომყავს. ვეხმარები მათ საშინაო დავალებების მომზადებაში. არ გამომიტოვებია არც ერთი ექსკურსია და მშობელთა კრება.
14. დღეში მილიონჯერ ვეუბნები ქათინაურს ჩემს ცოლს. ყოველ წუთს ვეფიცები სიყვარულს. ჩემთვის ამქვეყნად მხოლოდ ჩემი ცოლი არსებობს. მას მთელი სიცოცხლე ველოდებოდი.
15. მხოლოდ ერთი ნაკლი მაქვს, ღამღამობით მაცივრის დაცარიელება და სექსი ტელეფონზე, მაგრამ მაშინაც ჩემს ცოლს წარმოვიდგენ ხოლმე. ეს მეხმარება, ავიმაღლო კვალიფიკაცია და სხვა ქალების სურვილები ცოლთან განვახორციელო.
ასევე იხილეთ:
როგორ ველაპარაკოთ ქალს სწორად: ცხრილი მამაკაცებისთვის