ლამაზად დაბერება ყველას არ შეუძლია. ზოგი წლებს არ უშინდება და ასაკის მიუხედავად, მომხიბვლელად გამოიყურება. მათ იციან საიდუმლო, რაც ახალგაზრდობის შენარჩუნებაში ეხმარებათ და ჩვენც გვიმხელენ.
მერილ სტრიპი, 67 წლის
არ უყვარს დიზაინერების სამოსი, მაგრამ მუდამ ელეგანტურად გამოიყურება. არც პლასტიკური ოპერაციები იზიდავს და არც დიეტები. ცდილობს, მუდამ ბუნებრივი და ზომიერი იყოს.
ჰელენ მირენი, 77 წლის
დიზაინერების სამოსის მოყვარული მსახიობი აღიარებს, რომ არასდროს უყვარდა სპორტდარბაზებში სიარული, მაგრამ უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია ყოველ დილით 15 წუთი ვარჯიშობს.
სოფი ლორენი, 81 წლის
დღესაც მოდური და ელეგანტურია. თავისი ცხოვრების წესი აქვს: საღამოს 9 საათზე იძინებს, ხმელთაშუა ზღვის დიეტით იკვებება და ცდილობს, მუდამ კარგ განწყობაზე იყოს.
ჯეინ ფონდა, 78 წლის
"აერობიკის დედას" ძნელია ბებია უწოდო. მისი სხეული სამაგალითოა. ჯეინს მოხდენილობის მარტივი ფორმულა აქვს: არც ერთი დღე აერობიკის გარეშე.
კეტრინ დენევი, 72 წლის
მუდამ მიმზიდველი კეტრინი ჯანსაღი ცხოვრების წესით ვერ დაიკვეხნის, დღემდე ეწევა და ღვინოსაც მიირთმევს.
ჯესიკა ლანჟი, 66 წლის
ახალგაზრდულობის შენარჩუნებას ჩაცმის მკაცრი სტილითა და მოვლილი თმით ცდილობს.
კარმენ დელორფისი, 85 წლის
პოდიუმის დედოფალი დღემდე მონაწილეობს მოდების ჩვენებაში. არ მალავს ასაკს და ამაყობს საინტერესოდ განვლილი წლების გამო.
კრისტი ბრინკლი, 62 წლის
ლამაზად კი არა, მგონი, საერთოდ არ ბერდება. ჯანსაღი ცხოვრების წესს იცავს და ამიტომაცაა, 30 წლის ქალივით რომ გამოიყურება.
სიუზან სარანდონი, 69 წლის
30 წლით უმცროს მამაკაცებს ახვევს თავბრუს. მერე რა, რომ მკვრივი მუცელი და თეძოები აღარ აქვს.
მიშელ მერსიე, 77 წლის
"ანჟელიკა - ანგელოზების მარკიზა" ახალგაზრდობაში ლამაზი ქალი იყო და მომხიბვლელობასა და შარმს დღესაც არ კარგავს.
ჯოან კოლინზი, 83 წლის
მისი დებიუტი კინოში 64 წლის წინ შედგა. 5-ჯერ იყო გათხოვილი. მისი ბოლო ქმარი მსახიობზე 32 წლით უმცროსია.
დაიან კიტონი, 70 წლის
მძიმე სენი დაამარცხა (მსახიობს კანის კიბო ჰქონდა) და წითელ ხალიჩაზე ამაყად გაიარა.
სიგურნი უივერი, 66 წლის
წლების მატებას კი არ ებრძვის, მშვიდად იღებს მათ. ახალგაზრდობის მარტივი საიდუმლო აქვს, ჯანსაღი ცხოვრების წესი და საყვარელი და ერთადერთი მამაკაცი.
შარლოტა რემპლინგი, 70 წლის
ბრიტანელი მსახიობი ოპერაციებით არ ცდილობს გაახალგაზრდავებას, იგი "ლამაზად ბერდება".
ოპრა უინფრი, 62 წლის
ტელევიზიის "რკინის ლედი" სუქდებოდა, იცვლიდა ჩაცმის სტილს, ვარცხნილობას, მაგრამ მუდამ რჩებოდა ჭკვიან და მომხიბვლელ წამყვანად, რომელსაც ყველა ვარსკვლავი საიდუმლოს ანდობს.