10 ყველაზე ლამაზი პირველი ლედი მსოფლიოში - Marao

10 ყველაზე ლამაზი პირველი ლედი მსოფლიოში

2017-03-16 14:23:53+04:00

ბევრისთვის ქვეყნის პირველი ქალბატონი იმ ქვეყნის სიმბოლოა, რომელსაც წარმოადგენს და მისი მნიშვნელობა ამით შემოიფარგლება,
თუმცა, ეს ქალბატონები უამრავ რუტინულ საქმიანობასთან ერთად, ხშირ შემთხვევაში ქვეყნის პირველი პირების გადაწყვეტილებაზე გავლენასაც ახდენენ და არცთუ იშვიათად სახელმწიფოს მართვაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. ამჯერად წარმოგიდგენთ ყველაზე ლამაზ პირველ ქალბატონებს მსოფლიოში.

10. დომენიკ ოუატარა (კოტ-დ'ივუარი)

დომენიკ ოუატარა კოტ-დ'ივუარის პირველი ლედია. ის ერთ-ერთი მომხიბვლელი პირველი ქალბატონია არა მხოლოდ აფრიკაში, არამედ მთელ მსოფლიოში. დომენიკი პირველად ჯან ფოლოუროხს გაჰყვა ცოლად, თუმცა მამაკაცი დაიღუპა, მოგვიანებით კი ცოლად გაჰყვა ალასანე ოუატარას, რომელიც ამჟამად კოტ-დ'ივუარის პრეზიდენტია. დომენიკი ქრისტიანია, ის არის ბიზნესქალბატონი, რომელიც სხვადასხვა საქმიანობით არის დაკავებული.

დედოფალი ჯეცუნ პემა (ბუტანი)ფოტო: დედოფალი ჯეცუნ პემა (ბუტანი)

9. დედოფალი ჯეცუნ პემა (ბუტანი)

ერთ-ერთი ახალგაზრდა პირველი ლედი, დედოფალი ჯეცუნ პემა 1990 წელს დაიბადა. გოგონა ლონდონში, რეგენტთა კოლეჯში ჩაირიცხა, სადაც საერთაშორისო ურთიერთობისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტებზე ისწავლა. მოგვიანებით კი ბუტანის მეფის ცოლი გახდა. როდესაც ჯეცუნი დაკავებული არ არის პირველი ლედის მოვალეობებით, თურმე ხატვით იქცევს თავს. როგორც ამბობენ, ახალგაზრდა დედოფალი ძალიან კარგად თამაშობს კალათბურთსაც.

8. პრინცესა ლალა სალმა (მაროკო)

პრინცესა ლალა სალმა მეფე მუჰამედ მეექვსის მეუღლეა. ეს მეტად ლამაზი ქალბატონი ფეზში, მაროკოში, 1978 წელს საშუალო კლასის ოჯახში დაიბადა. მამა სკოლის მასწავლებელი იყო. მშობლების დაღუპვის შემდეგ პრინცესა ლალა ბებიამ გაზარდა, რომელიც იმ დროს რაბათში ცხოვრობდა. პრინცესა პროფესიით ინჟინერია. ამბობენ, რომ ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულია.

7. სილვია ბონგო ონდიმბა (გაბონი)

სილვია ბონგო ონდიმბა გაბონის პირველი ლედია. სილვია 1965 წელს საფრანგეთში, პარიზში დაიბადა. როდესაც ის სულ რამდენიმე თვის იყო, მის ოჯახს მოუწია სამუშაოდ კამერუნში წასვლა, სადაც სილვიამ ბავშვობა გაატარა. რამდენიმე წლის შემდეგ მისი ოჯახი გაბონში გადავიდა, სადაც დედამისი სილვიას მომავალი მეუღლის თანაშემწე გახდა. სილვია 2009 წელს ცოლად გაჰყვა ალი ბონგო ონდიმბას და გახდა პირველი ლედი, როდესაც მისი მეუღლე გაბონის პრეზიდენტად აირჩიეს.

დედოფალი ლეტიცია (ესპანეთი)ფოტო: დედოფალი ლეტიცია (ესპანეთი)

6. დედოფალი ლეტიცია (ესპანეთი)

დედოფალი ლეტიცია ორტის როკასოლანო მეფე ფილიპე მეექვსის მეუღლე და ესპანეთის პირველი ლედია. ლეტიცია ესპანეთში, საშუალო ფენის ოჯახში დაიბადა. მამა ჟურნალისტი იყო, დედა კი - მედდა. გათხოვებამდე ლეტიცია ცნობილი ჟურნალისტი გახლდათ.

5. მელანია ტრამპი (აშშ)

მელანია კნაუსი 1970 წლის 26 აპრილს სლოვენიაში, იმჟამინდელ იუგოსლავიაში დაიბადა. ის ერთი პატარა ქალაქის პატარა სახლში, საშუალოსტატისტიკურ ოჯახში გაიზარდა. მელანიამ დიზაინისა და ფოტოგრაფიის საშუალო სკოლა დაამთავრა, მოგვიანებით კი ლუბლიანას უნივერსიტეტში სწავლობდა. ცნობილია, რომ ის 6 ენაზე ლაპარაკობს - ინგლისურად, ფრანგულად, იტალიურად, გერმანულად, სერბულ-ხორვატიულად და მშობლიურ სლოვენიურად. მილიონერ დონალდ ტრამპს ცოლად ის ჯერ კიდევ 2005 წელს გაჰყვა, ხოლო პირველი ლედი სულ ახლახან გახდა, როდესაც აშშ-ის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპმა გაიმარჯვა. გაგრძელება