წარმოგიდგენთ ხუთ წარმატებულ ქართველ ქალს, რომელთაც კარიერაში დიდ წარმატებას მიაღწიეს.
1. ლიკა კვარაცხელია
საქმიანი, მომხიბლავი და ელეგანტური, ნებისმიერ პოზიციაზე მაღალპროფესიონალური მიდგომით გამოირჩევა, რაც მისი წარმატების საიდუმლოა.
მოდელის კარიერიდან წარმატებული ბიზნესის შექმნამდე ბევრი იშრომა და დღეს ერთ-ერთი საუკეთესო რესტორნების ქსელის მმართველია. პარალელურად, არც მოდის სფეროს ივიწყებს და სამოდელო სააგენტო "ჯეომოდელსთან" თანამშრომლობს. (წაიკითხეთ ინტერვიუ)
2. თეონა ნემსიწვერიძე
დღეს უკვე ერთ-ერთი საუკეთესო ტურისტული კომპანიის მფლობელია. ახალგაზრდა, მომხიბვლელი და მიზანდასახული ქალბატონის პროფესიონალიზმს ანდობენ მაღალი რანგის სტუმრებისთვის ბიზნესტურების დაგეგმვასა და ტურისტული მარშრუტების შერჩევას. საინტერესო პროფესიისა და მრავალწლიანი გამოცდილების შესაბამისად, ჩვენი სტუმრის, თეონა ნემსიწვერიძის საქმიანი ბიოგრაფია საინტერესო ამბებითა და შთაბეჭდილებებითაა სავსე. მოსაყოლიც ბევრი აქვს... (წაიკითხეთ ინტერვიუ)
3. ლიკა ლობჟანიძე
"არტფარმა" ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელმაც ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ქალბატონებს სილამაზის ალტერნატიული, თუმცა ევროპაში აპრობირებული ნუტრიკოსმეტიკური საშუალება შესთავაზა. დღეს ქართველმა ქალბატონებმა იციან, რომ გარეგანი სილამაზისა და ახალგაზრდული იერის გასამყარებლად სასურველია, შინაგან სიჯანსაღეზეც იზრუნონ. ლიკა "არტფარმას" დამფუძნებელია და სიამოვნებით მოგვიყვება კომპანიის კონცეფციასა და მისი განვითარების გზაზე, - თუ როგორ იქცა მისი ჩანაფიქრი წარმატებულ ბიზნესად. (წაიკითხეთ ინტერვიუ)
განაგრძეთ კითხვა beaumonde.ge-ზე