რამდენიმე დღის წინ ბევერლი-ჰილზში Hollywood Film Awards-ის 21-ე ცერემონია გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: ანჯელინა ჯოლი, ქეით უინსლეტი, დაკოტა ჯონსონი, მარგო რობი, ადამ სენდლერი, ევა ლონგორია, ელიზაბეთ ოლსენი, მერი ჯეი ბლაიჯი, ვიოლა დევისი, ჯეიმს კორდენი და სხვები.
საუკეთესო მსახიობის ტიტული ჯეიკ ჯილენჰოლს ერგო. საუკეთესო კომიკოსად ადამ სენდლერი დასახელდა. მერი ჯეი ბლაიჯმა ნომინაციაში „წლის გარღვევა“ პრემია მიიღო.
ანჯელინა ჯოლი ცერემონიაზე მწერალთან, ლუნ უნთან ერთად მივიდა, რომლის მემუარებსაც ეყრდნობა მსახიობის ფილმი „მათ ჯერ მამაჩემი მოკლეს“. მათ ჯილდო გადასცეს საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის.