საქართველო დიდი ხანია, ტურისტებისთვის არ ასოცირდება ქვეყნად, სადაც მხოლოდ გემრიელი საჭმელი, შესანიშნავი ღვინო და კეთილგანწყობილი ხალხია.
ახლა ეს ქალაქი წელიწადში ორჯერ ხდება მოდის ნამდვილი ცენტრი: დედაქალაქში ტარდება ჩვენებები მოდის კვირეულის ფარგლებში (ბოლო Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi 6 ნოემბერს დასრულდა), რომლის დროსაც აქ მსოფლიო გამოცემების რედაქტორები და მოდის მიმდევრები ჩამოდიან.
მარტო ანუკი არეშიძე რად ღირს, რომელსაც თბილისის პირველ ლედის უწოდებენ და მელანია ტრამპს ადარებენ.
და ის არ გახლავთ ერთადერთი, რომელზეც ღირს ყურადღების მიქცევა. არიან კიდევ სხვებიც, ვისზე დაკვირვებაც ნამდვილი სიამოვნებაა. ამისათვის საუკეთესო საშუალება გახლავთ, გახდეთ მათი ხელმომწერი "ინსტაგრამზე".
1. სოფო ჭყონია
სოფო ჭყონიას მადლიერნი უნდა იყვნენ მოდის მოყვარულები Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-სთვის. ის გახლავთ ამ ღონისძიების სულისჩამდგმელი და კრეატიული დირექტორი. მას "ინსტაგრამზე" 17,5 ათასი ხელმომწერი ჰყავს და მიუხედავად იმისა, რომ სოფო არცთუ ისე ხშირად უზიარებს ხელმომწერებს ფოტოებს, მის ექაუნთში აღმოაჩენთ გასული საუკუნის სტილის გურუების შთამაგონებელ კადრებს.
2. ნინო ზარქუა
ნინო - ნათელი მაგალითია იმისა, რომ ქართველ გოგონებს აქვთ თავიანთი განუმეორებელი სტილის შეგრძნება. ის ამბობს, რომ ძალიან უყვარს Zara, H&M და მას-მარკეტის სხვა ბრენდები, რომლებსაც შესანიშნავად უხამებს Balenciaga-ს, Dio-ს, Gucci-ს და თავისივე ბრენდის, Nina Zarqua-ს ფეხსაცმელს. ნინოს "ინსტაგრამში" ფოტოების თვალიერებისას ხვდები, რომ ეს მას ძალიან კარგად გამოსდის. 3. ანი ჩიხლაძე
ანა არა მხოლოდ მოდურად იცვამს, არამედ იღებს მონაწილეობას საუკეთესო ქართველი დიზაინერების ჩვენებებში. მაგალითად, ამ სეზონზე ის პოდიუმზე 25-ჯერ გამოჩნდა. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის: მის "ინსტაგრამში" აღმოაჩენთ ლუქბუქებისა და ჩვენებების კადრებს, ასევე, მის ვაჟთან გადაღებულ უამრავ ფოტოს.4. ნატა ბერაძე
ნატა კიდევ ერთი ცნობილი თბილისელი მოდელია. შეიქმნა შეგრძნება, თითქოს მოდის ბოლო კვირეულის დროს მან ყველა ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა, სადაც მას ქასთინგ-დირექტორებმა მიაქციეს ყურადღება. ეს გასაკვირიც არ არის, ნატას სილამაზით ტკბობის სურვილი ყველას უჩნდება. ამიტომ შეგიძლიათ გახდეთ მისი ხელმომწერი "ინსტაგრამზე".
5. ნინო ელიავა
საქართველოში პირველი ონლაინ-რითეილის, More Is Love-ის დამფუძნებელი ჩანთების ბრენდის 0711 კრეატიული დირექტორი ნინო ელიავა ხელმომწერებს ახარებს იმიჯებით, რომლების გამეორების სურვილი გიჩნდება. ნინო უცხოურ ცნობილ ბრენდებს ქართველი დიზაინერების ქმნილებებს ოსტატურად უხამებს და ეს ყველაფერი ლაკონურად გამოიყურება. 6. სალომე ღვინიაშვილი
სალომე - კიდევ ერთი შესანიშნავი ხუჭუჭთმიანი გოგონაა, შესანიშნავი სტილით. ღვინიაშვილი საკუთარი ბრენდის, Salome Gviniashvili-ს მფლობელია. "ინსტაგრამზე" ის მოდური იმიჯების მრავალფეროვან ფოტოებს ანთავსებს. სამწუხაროა, რომ ეს ხშირად არ ხდება, თუმცა მის გადაადგილებებს შეგიძლიათ Stories-ში ადევნოთ თვალი.შეარჩიეთ მოდური ტანსაცმელი და აქსესუარები ონლაინ