ტოპ 5 გემოვნებიანი ქართველი ქალი, რომელთა ფოტოებსაც თვალი უნდა ადევნოთ „ინსტაგრამზე“

ტოპ 5 გემოვნებიანი ქართველი ქალი, რომელთა ფოტოებსაც თვალი უნდა ადევნოთ „ინსტაგრამზე“
ჩვენს დროში ინტერნეტის დამსახურებით, ძვირადღირებული მოდური ჟურნალების შეძენა სულაც აღარაა საჭირო, ისინი სოციალურმა ქსელებმა ჩაანაცვლა.
თუ ინსტაგრამზე გემოვნებიან და დახვეწილ მომხმარებელს „გამოიწერთ“, ტრენდული სამოსის ძველმოდურისგან განსხვავება არ გაგიჭირდებათ.
გაეცანით 5 გემოვნებიან სელებრითს, რომლებიც აუცილებლად უნდა დაა-follow-ოთ ინსტაგრამზე.

1. მომღერალი ქეთა თოფურია საოცრად დახვეწილი ჩაცმულობით გამოირჩევა. ყველა თანხმდება, რომ მას შესანიშნავი სტილი აქვს. მომღერალმა თავისი ბრენდი Ketione შექმნა, Ketione რუსეთში პრემიუმ კლასის ბრენდად ითვლება. (დაათვალიერეთ ქეთას კოლექცია)


2. დანაშაული იქნება ქართულ მოდის ინდუსტრიაზე საუბრის დროს ანუკი
არეშიძე
რომ არ ვახსენოთ. დიზაინერი დიდი პოპულარობით სარგებლობს არამარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც. ის აქტიურად ესწრება პარიზის, მილანისა და კიევის მოდის კვირეულებს. ანუკის ყოველდღიური სტილი დახვეწილი და გლამურულია.

3. მიმი შელია, „ქართველი ირინა შეიკი" ნამდვილი ინსტაგრამის ვარსკვლავია. მის საოცარ ფიზიკურ მონაცემებს, გემოვნებიანი ჩაცმულობა კიდევ უფრო თვალშისაცემს ხდის. მიმი უდავოდ ერთ-ერთია მათ შორის, ვის ფოტოებსაც აუცილებლად უნდა ადევნოთ თვალი ინსტაგრამზე.

4. სალომე ღვინიაშვილის თაყვანისმცემლები აღფრთოვანებულები არიან დიზაინერის მოდურობითა და ქარიზმატულობით. მის სტილში მკვეთრადაა გამოხატული, ერთდროულად ინდივიდუალიზმიცა და ტენდენციურობაც.


5. საქართველოში ყველაზე წარმატებული მოდელი, თაკო ნაცვლიშვილი ჯერ მხოლოდ 18 წლისაა და უკვე ისეთ ბრენდებთან უთანამშრომლია, როგორიცაა: Versace, Giorgio Armani, Dolce & Gabbana, Elie Saab, Christian Dior, Yohji Yamamoto, ErmannoScervino, Moncler, Antonio Berardi, Roland Mouret, ZUHAIR MURAD, Ralph & Russo. ცნობილია, რომ თაკო ცოტა ხნის წინ ცნობილი თეთრეულის ბრენდის - Victoria’s secret-ის ქასტინგზე იყო, სამწუხაროდ მან უარყოფითი პასუხი მიიღო. თაკო ძალიან ელეგანტური, ქალური და ამავდროულად ნაზია. მას ძალიან კარგი სტილის შეგრძნება აქვს.

მერიემ კაკაურიძე
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 8 /
ნათია
ძალიან გემოვნებიანი და ეფექტური არის ლალი გუშიკაშვილი!!!
14:57 / 12-10-2018
გამოხმაურება / 0 /
ნენე
ინდივიდუალობა აკლიათ
18:07 / 24-01-2018
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი