თურქული სერიალები უდიდესი პოპულარობით სარგებლობს საქართველოში. მგონი, მანდილოსნები მათ მამაკაცი მსახიობების გამო უყურებენ. აბა, გავარკვიოთ, რომელმა დაიპყრო თქვენი გული?
ერქან პეტეკაია
"ნამსხვრევები", "ქალბატონი დილა"
ბავშვობიდან მსახიობობა სურდა. დაამთავრა ანატოლიის დრამატული უნივერსიტეტი. მუშაობდა სტამბოლის სახელმწიფო თეატრში. განსაკუთრებული წარმატება მოუტანა სერიალმა "დაკარგული დრო". ერქანს ჰყავს მეუღლე დიდემ პეტეკაია. წყვილი ერთ ვაჟს ზრდის.
ჰალიტ ერგენჩი
"დიდებული საუკუნე", "ათას ერთი ღამე"
სკოლის დამთავრების შემდეგ ჰალიტი სტამბოლის ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლობდა, მეზღვაურობაზე ოცნებობდა. თუმცა, სწავლა მიატოვა და ვოკალის კურსებზე ჩაეწერა. შემდეგ თეატრში მიიწვიეს. მისი დებიუტი შედგა სპექტაკლში "მეფე და მე". მერე კინოშიც მიიწვიეს. ერგენჩი თურქეთის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობია. მსოფლიო პოპულარობა კი "დიდებულმა საუკუნემ" მოუტანა.
"ათას ერთი ღამეს" გადაღებისას შეჰერეზადას როლის შემსრულებელი ბერგიუზარ ქორელი შეუყვარდა და მის გამო ფეხმძიმე ცოლი, გიზემ სოისალდი მიატოვა (გიზემ მოგვიანებით აბორტი გაიკეთა). წყვილმა 2009 წელს სტამბოლის ერთ-ერთ სასტუმროში იქორწინა. მათ ვაჟი შეეძინათ.
ბურაკ ოზჩივიტი
"ნარჩიტა", "დიდებული საუკუნე", "აკრძალული სიყვარული"
სტამბოლის ხელოვნების უნივერსიტეტში კინოფაკულტეტი დაამთავრა. წლების მანძილზე მოდელად მუშაობდა. 2005 წელს კონკურში "მსოფლიო საუკეთესო მოდელი" მეორე ადგილი დაიკავა. იმავე წელს თურქი რეჟისორების ყურადღება მიიპყრო და სერიალებში დაიწყო გადაღება. "ნარჩიტას" გადაღებების დროს შეუყვარდა ფახრიე ევჯენი.
ჩაგატაი ულუსოი
"ძმა", "ფერიჰას საიდუმლო"
უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად (ლანდშაფტის დიზაინერი) მოდელად მუშაობდა და სამსახიობო კურსებზე სწავლობდა. 2010 წელს თურქეთის საუკეთესო მოდელი მამაკაცი გახდა. რომანები ჰქონია, მაგრამ მუდმივი შეყვარებული არ ჰყავს და ჟურნალისტები ყველა პარტნიორ ქალთან მიაწერენ რომანს.
ენგინ აკიურეკი
"შავი ფული და სიყვარული", "უდანაშაულო"
სტუდენტობისას დრამწრეზე დადიოდა და სამოყვარულო სპექტაკლებში მონაწილეობდა. ნიჭიერთა შოუში "თურქეთის ვარსკვლავები" მონაწილეობის შემდეგ პოპულარული გახდა და სერიალებშიც გადაიღეს.
კივანჩ თათლითუგი
"აკრძალული სიყვარული" "ეზელი"
ნიჭიერ და ლამაზ მსახიობს მანდილოსნები თურქ ბრედ პიტს ეძახიან. კინოკარიერამდე კივანჩი მოდელად მუშაობდა. შემდეგ სამსახიობო კურსები დაამთავრა და კასტინგებზე დაიწყო სიარული. ორი წლის წინ თათლითუგი სტილისტ ბაშაკ დიზერზე დაქორწინდა.
ოზჯან დენიზი
"საშიში სიყვარული", "შავი ვარდი", "დღე, როდესაც დაიწერა ჩემი ბედი"
ვოკალში ვარჯიშობდა და ანატოლიაში გასტროლებზე დადიოდა, კინოში დებიუტის შემდეგ თურქი და ევროპელი მაყურებლების გული დაიპყრო. 2011 წლიდან თავი რეჟისურასა და სცენარის წერაში მოსინჯა. ოზჯანი დასაოჯახებელია. უამრავი რომანი და ფლირტი ჰქონდა. მათ შორის, მსახიობ ფახრიე ევჯენთან, მოდელ ბუსე ნარჯთან. თუმცა, ქორწილამდე საქმე არასდროს მისულა.