სოციალური ქსელი სელენა გომესისა და The Weeknd-ის მოახლოებული ქორწინების ამბავმა მოიცვა. თაყვანისმცემლების უმრავლესობა ფიქრობს, რომ 24 წლის გომესმა ბოიფრენდი დაქალს, ბელა ჰადიდს ჩამოაშორა.
მსგავსი შემთხვევები ჰოლივუდის ვარსკვლავებს შორის არაერთხელ დაფიქსირებულა. გაიგეთ, კიდევ ვინ ატარებს ამ „ცოდვას“?
1. სელენა გომესი
ვიდრე საქმე The Weeknd-მდე მივიდოდა, სელენა მსგავს სიტუაციაში კიდევ რამდენჯერმე მოხვდა. 2009 წელს ის სერიალ „ბინდის“ მსახიობს, ტეილორ ლოტნერს ხვდებოდა, რომელსაც გომესის საუკეთესო მეგობართან, ტეილორ სვიფტთან ჰქონდა რომანი.
4 წლის შემდეგ მომღერლის რჩეული მუსიკოსი ნიკ ჯონასი გახდა, რომელსაც რომანტიკული ურთიერთობები ჰქონდა მაილი
საირუსთან.
2. ტეილორ სვიფტი
მომღერალი მეგობრის, ელი გოლდინგის ყოფილ ბოიფრენდს, კელვინ ჰარისს ხვდებოდა. კიდევ ერთი პიკანტური ისტორია, რომელშიც ტეილორ სვიფტის სახელი ფიგურირებს, 2008 წელს მოხდა.
თუმცა მსხვერპლის როლში ამჯერად თავად სვიფტი აღმოჩნდა. ის ჯგუფ Jonas Brothers-ის ერთ-ერთმა წევრმა, ჯო ჯონასმა მიატოვა, რაც ტეილორისთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ჯონასმა სვიფტის მეგობართან, ჯიჯი ჰადიდთან წამოიწყო რომანი.
ერთი წლის შემდეგ მომღერალს კიდევ ერთ მუსიკოსთან, ჯონ მეიერთან ჰქონდა რომანი. ეს ურთიერთობაც მამაკაცის ინიციატივით დასრულდა. 2 წლის შემდეგ კი, ჯონი ტეილორის დაუძინებელ მტერს - კეტი პერის ხვდებოდა.
3. ჯენიფერ ენისტონი
ამ შემთხვევაში, ერთსა და იმავე მამაკაცთან შეხვედრას ჯენიფერ ენისტონისა და კორტნი კოქსის მეგობრობაზე გავლენა არ მოუხდენია. მათი რჩეული ადამ დურიცი გახლდათ.
იხილეთ სრულად