"რაღაც ხდება ჩემში. არ ვიცი, რა არის და არც ის ვიცი, საით მივყავარ" - ეს მისი საყვარელი სცენაა ფილმიდან "საფეხური". სიტყვების ავტორიც თვითონაა და როგორც ახლა იხსენებს, მის იმდროინდელ სულიერ მდგომარეობასაც ზუსტად გამოხატავს.
მას შემდეგ წლები გავიდა. ბატონი მიხეილის, ამავე ფილმის ერთ-ერთი პერსონაჟის წინასწარმეტყველება ახდა და საკუთარ თავში დაკარგულმა 19 წლის მერაბმა სწორი გზა იპოვა და შორსაც წავიდა: თენგიზ აბულაძიდან - სტივენ სპილბერგამდე.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
ახლა კი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ამერიკული სერიალის, "ჰოუმლენდის" ერთ-ერთი გმირის როლი მოირგო.
ნინიძემ ბევრი სახასიათო როლი შექმნა და კარგად დაამახსოვრა თავი მაყურებელს. საქართველომ კი ის "ნეილონის ნაძვის ხით", "ფესვებით", "გზაჯვარედინითა" და სხვა ფილმებით გაიცნო. 2001 წელს ითამაშა კაროლინა ლინკის ფილმში „არსად აფრიკაში“, რომელმაც მოიპოვა "ოსკარის" პრემია საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის. ასევე, საინტერესო პერსონაჟი შექმნა ფილმში "ჯაშუშთა ხიდი". ქართველი მაყურებლისთვის კი განსაკუთრებით სასიხარულო მისი გამოჩენა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" და ფილმში "ჩემი ბედნიერი ოჯახი" გახდა.
მარიამ ელიაშვილი