მომღერალმა ნინა სუბლატმა წარბებზე, ფაქტობრივად, უარი თქვა.
მას ახლა ქერა, ღია ფერის წარბები აქვს, რომელიც მის ღია ფერის თვალებსა და სახეს საკმაოდ სპეციფიკურ იერსახეს სძენს.
ამ ცვლილებას მისი ფანები დადებითად შეხვდნენ და კომენტარებმაც არ დააყოვნა.
ნინას მართლაც რომ განსხვავებული გემოვნება აქვს. "ინსტაგრამზე" საინტერესო, უცნაურ და ზოგჯერ ცოტა მისტიკურ ფოტოებსაც დებს ხოლმე.
ეს კრეატიული ფოტო კი, ალბათ, ძალიან გაგახალისებთ და თან უცნაურ შეგრძნებასაც გაგიღვიძებთ, სადაც ნინა მეუღლესთან ერთადაა.
როცა ნინამ "ინსტაგრამზე" პირველი ფოტო ატვირთა, რომელზეც მისი ღია ფერის წარბები ჩანს, ერთ-ერთმა ფანმა დაუკომენტარა: „ძალიან გიხდება უწარბობა“.
ფაქტია, რომ მომღერალს ბევრი გულშემატკივარი ჰყავს და მათ უმეტესობას ყოველთვის მოსწონს ნინა ისეთი, როგორიც იყო, არის და იქნება.
ნათია ხუნაშვილი
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>