ცნობილი მოდელი თაკო ჩხეიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას აზიარებს:
"წავიდა ჩემი ბება და გაჰყვა ბავშვობა ჩემი.. ყველაზე ტკბილები, ყველაზე მზრუნველები და ყველაზე თბილები...
ბებია და ბაბუის სიყვარულით მოვდივარ დღემდე და გამყვება ცხოვრების ბოლომდე" - წერს თაკო და ბებოსთან გადაღებულ ფოტოებსაც აქვეყნებს.
დედასთან ერთად მოდელს უამრავი გულშემატკივარი თანაუგრძნობს. "თაკო, შენზე გადაყოლილი ბებია იყო" - წერს ერთ-ერთი კომენტარის ავტორი. თაკომ გასულ წელს mshoblebi.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში ბებოც ახსენა: "ბებიაჩემი სულ მეუბნება, გოგო რომ არ გყავს, უნდა გააჩინო, მე რომ დედაშენი არ მყავდეს, ასე ვინ მომხედავდაო".
მოდელს 3 ვაჟი ჰყავს და დიდი სურვილი აქვს, გოგონაც გააჩინოს.
"მესამეზე ფეხმძიმედ რომ ვიყავი, მეგონა, გოგო გამიჩნდებოდა... თუმცა, მთავარია, ბავშვი ჯანმრთელი იყოს და სქესი მეორეხარისხოვანია. ისიც გასაგებია, რომ ქალს ძალიან უნდა გოგო ჰყავდეს. ღმერთმა ასე მარგუნა და სამი არაჩვეულებრივი ბიჭი მყავს. მესამე იმდენად საყვარელი და გამორჩეული გამოვიდა, სულ ვამბობ, ეს რომ არ გამეჩინა, რა უნდა მეკეთებინა-მეთქი. იქნებ აწი ვხდები გოგოს დედაც, წინასწარ ხომ ვერაფერს გამოვრიცხავთ" - აცხადებდა თაკო ჩხეიძე ინტერვიუში. იხილეთ ფოტოები