მაყურებელი დღეს გრანდიოზული მუსიკალური შოუს, "იქს ფაქტორის" მოლოდინშია. მაყურებელი განსაკუთრებული ინტერესით ელის თინეიჯერი გოგონას, სალომე ჩიტაძის ეთერში გამოჩენას.
ის მომღერალ მაკა ზამბახიძის ქალიშვილია, რომელიც მაკას პირველი ქორწინებიდან ჰყავს.
მაკა ზამბახიძის ქალიშვილის სიმღერის და მუსიკალური მონაცემების შესახებ აქამდე ნაკლებად იყო ცნობილი, მაგრამ როგორც ჩანს, გოგონამ ჩრდილიდან გამოსვლა გადაწყვიტა და "იქს ფაქტორის" კასტინგზე მივიდა. მოხვდება თუ არა პროექტში, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ კარგად მღერის.
მაკა ზამბახიძის ქალიშვილის ნახვა მაყურებლისთვის სიურპრიზი იყო, არავინ ელოდა, მას თუ ასეთი დიდი ქალიშვილი ეყოლებოდა.
მაკა ზამბახიძე საზოგადოებამ მაშინ გაიცნო, როცა სალომე ჩიტაძის მამასთან, ანუ პირველ ქმართან დაშორებული იყო.
"იურმალიდან" დაბრუნების შემდეგ მან ვახო ჭუმბურიძეზე იქორწინა, თუმცა მათი სიყვარული რამდენიმე წელიწადში დაიშალა და მაკა ამჯერად ძიუდოისტ მიშა ჩოხელზე დაქორწინდა.
აქამდე უცნობი იყო მისი პირველი ქმრის ვინაობა. "რეიტინგმა" გაარკვია, რომ მაკას პირველი ქმარი მუსიკოსია. ის მოსკოვში ცხოვრობს და რესტორნების ქსელ "ხინკალნაიაში" მღერის. ნოდარ ჩიტაძემ მუსიკალური განათლება საქართველოში მიიღო და პირველი ოჯახის დანგრევის შემდეგ მეორე ოჯახი შექმნა. გაგრძელება + ფოტო