„X ფაქტორი“ საქართველოში 2014 წლიდან, ყოველწლიურად ტარდება. უკვე მეხუთე წელია, რაც ნიჭიერ მომღერლებს ეძლევათ საშუალება, „X ფაქტორის“ სცენაზე გამოამჟღავნონ თავიანთი უნარები.
გთავაზობთ მეგა-შოუს სხვადასხვა სეზონის გამარჯვებულების ქრონოლოგიას.
"X ფაქტორი 2014"-ის გამარჯვებული თორნიკე ყიფიანი გახდა.
შემოსული 98350 ზარიდან მას ხმების 67% ეკუთვნოდა. "ბიჭების კატეგორიის" მენტორი "X ფაქტორის" პირველ სეზონზე იყო თამთა გოდუაძე. ცნობილი მომღერალი ძალიან ემოციურად შეხვდა თორნიკეს გამარჯვებას. თორნიკეს სამშენებლო კომპანია "რედკომ" გადასცა ბინა ახალ გუდაურში. გარდა ბინისა, თორნიკეს გადასცეს მანქანა, ორი ორკაციანი საგზური პარიზსა და ჰოლანდიაში, გიტარა, 30 ათასი ლარი, სწავლის კურსები ლონდონში...
"X ფაქტორი 2015"-ის გამარჯვებული გიორგი ნაკაშიძე გახდა.
სულ შემოვიდა 96681 ზარი. მაყურებლის გადაწყვეტილებით კი, "X ფაქტორის" გამარჯვებული გახდა გიორგი. კომპანია "მაგთიკომმა" სამივე ფინალისტი დააჯილდოვა ორკაციანი, ერთკვირიანი საგზურით ბარსელონაში და ბილეთებით - U2-ს კონცერტზე! "ORBI" ჯგუფმა გამარჯვებულს გადასცა ბინა ბათუმში! ლუდსახარშმა "ზედაზენმა" ფინალისტებს დაუფინანსა თურქეთის კურორტზე დასვენება, ხოლო გამარჯვებულს გადასცა ფულადი ჯილდო 10 000 ლარი!
"X ფაქტორის" 2016 წლის სეზონზე ავთო აბესლამიძემ გაიმარჯვა.
ამ წელს შემოსული ზარების რაოდენობა რეკორდული იყო, სულ შემოვიდა 244196 ხმა, 49.85 % კი გამარჯვებულს ეკუთვნოდა. ავთო აბესლამიძეს "სალვუს დეველოპმენტმა" გადასცა ბინა. გადაეცა ავეჯი ახალი ბინის კეთილმოწყობისთვის და ორკაციანი საგზური ბარსელონაში ბიონსეს კონცერტზე.
"X ფაქტორის" შარშანდელ სეზონზე 195409 ზარი შემოვიდა, ამ ხმების 57,72% კი მიიღო სანდრო კურცხალიძემ.
სანდროს მენტორი სოფო ნიჟარაძე იყო. კომპანია "სვეტმა" სვეტის წერეთლის კოშკში ოროთახიანი ბინა გადასცა. სანდროს ასევე საჩუქრად გადაეცა ორკაციანი საგზური Dream Tour-ში, ბილეთი პრაღის მიმართულებით, პრემიუმ კლასის იტალიური ავეჯი და ახალთახალი ავტომობილი Mazda 3.
თუ უყურებთ „X ფაქტორს“, დააფიქსირეთ თქვენი აზრი ქვემოთ მოცემულ გამოკითხვაში. როგორ ფიქრობთ, რომელი მენტორი გაიმარჯვებს წელს?
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
დააფიქსირეთ თქვენი ხმა
<div class="apester-media" height="458" data-media-id="5b06680d52c7f32134f9f0ce"></div>
<script src="http://static.apester.com/js/sdk/v2.0/apester-javascript-sdk.min.js"></script>
მერიემ კაკაურიძე