ყველასთვის საყვარელი შვედი მუსიკოსი - Avicii 20 აპრილს, ომანში გარდაიცვალა და მისი სახით თანამედროვე ელექტრონულმა მუსიკამ დიდი დანაკლისი განიცადა.
მუსიკოსმა სიცოცხლის უკანასკნელი დღეები ომანის ერთ-ერთ სასტუმროში გაატარა და ამავე სასტუმროს ნომერში იპოვეს გარდაცვლილი.
მუსიკოსის გარდაცვალებიდან ზუსტად ერთი თვის თავზე ავიჩის ოჯახმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც დასაფლავების შესახებ მცირე ინფორმაციას გვიზიარებს. ოჯახმა დაადასტურა, რომ ცერემონია დახურული იქნება და მას მხოლოდ ტიმის ახლობელი ადამიანები დაესწრებიან. მათ მედიას მოუწოდეს, რომ პატივი სცენ ამ გადაწყვეტილებას, რადგან სხვა დეტალები ცნობილი არ გახდება. წაიკითხეთ სრულად