პრინც ჰარის ქორწილის ცერემონიას მისი ორივე ყოფილი მეგობარი გოგონა - კრესიდა ბონასი და ჩელსი დეივიც დაესწრნენ.
როგორც Vanity Fair-ი იუწყება, ცერემონიამდე რამდენიმე დღით ადრე ჰარისა და ჩელსის ემოციური სატელეფონო საუბარი ჰქონდათ, რაც გასაკვირი არცაა, ვინაიდან ჰარის მასთან შვიდწლიანი სერიოზული ურთიერთობა აკავშირებს, რომელიც 2011 წელს დასრულდა.
როგორც ოჯახის მეგობარი აღნიშნავს, ეს ყოფილი წყვილის უკანასკნელი საუბარი იყო, რამაც ჩელსიზე ძალიან იმოქმედა და მან ქორწილის ცერემონიაზე დასწრებაც კინაღამ გადაიფიქრა, თუმცა საბოლოოდ მაინც სცა პატივი საყვარელი ადამიანის სურვილს, ეს დღე მასაც გაეზიარებინა და ჰარის დაჰპირდა, რომ ამ ბედნიერ დღესასწაულს თვითონ არ გაუმწარებდა. გაგრძელება + ფოტო