ალბათ, ბევრი ფოტოგრაფი ოცნებობდა, რომ მის ადგილას მოხვედრილიყო და საოცარი წყვილისთვის ნამდვილი, საქორწილო ფოტოსესია მოეწყო.
ალექს ლუბომირსკი სწორედ ის ფოტოგრაფია, რომელსაც სამეფო ქორწილის გადაღება ოფიციალურად მოუწია.
ბოლო პერიოდში მეგანისა და ჰარის ძალიან ბევრი ფოტო გავრცელდა, თუმცა, ოფიციალური ფოტოგრაფი სწორედ ეს პიროვნება გახლდათ.
ფოტოგრაფმა განაცხადა, რომ ფოტოსესიისთვის მხოლოდ 3 წუთი იყო განსაზღვრული და მას ამ დროში საინტერესო ფოტოების გადაღება უნდა მოეხერხებინა, როგორც გარეთ, ასევე სასახლეში.
„ისინი უბრალოდ ერთმანეთს უყურებდნენ და გულიანად იცინოდნენ, ეს შესანიშნავი მომენტი იყო“, - იხსენებს ლუბომირსკი.
ლუბომირსკი უკვე დიდი ხანია სამეფო ფოტოგრაფიითაა დაკავებული და ეს კარგადაც გამოსდის.
როგორც აღმოჩნდა, ალექსი მეგანსა და ჰარის ადრეც უღებდა ფოტოებს, რადგან ფოტო, რომელსაც ახლა ხედავთ, სწორედ მისი გადაღებულია.
ალბათ, შენიშნავდით, რომ ესეც ერთ-ერთ ფავორიტ ფოტოდ იქცა, ისევე, როგორც გამორჩეული შავ-თეთრი ფოტო, მეგანისა და ჰარის საქორწილო ფოტოსესიიდან.
„როცა ასეთ სიტუაციაში გიწევს მუშაობა, ხვდები, რომ ყველაფერი საათის მექანიზმივითაა აწყობილი და დრო გარბის“, - განაცხადა ფოტოგრაფმა.
ფაქტია, რომ მან ისეთი მომენტები დააფიქსირა, რომელიც მსოფლიოს საუკუნეების მანძილზე შემორჩება.