მეგან მარკლისა და პრინც ჰარის ქორწილში საპატიო სტუმრებს შორის ვიქტორია და დევიდ ბექჰემებიც აღმოჩნდნენ, რის შემდეგაც ვიქტორიამ ღირსშესანიშნავი მოვლენის შესახებ ინტერვიუ Evening Standard-ს მისცა, რომელშიც ღიად ისაუბრა საკუთარ დამოკიდებულებაზე მეგან მარკლისა და მისი ჩაცმულობის შესახებ.
"ეს იყო ულამაზესი და საოცარი ქორწილი, შემიძლია ვთქვა, რომ საუკეთესო. ისინი ერთად ისეთი ბედნიერები არიან, რომ ეს გადამდებია გარშემომყოფებისთვისაც" - აღნიშნა მან.
მოგვიანებით ისიც დაამატა, რომ მეგან მარკლის პიროვნებით მოიხიბლა და ნამდვილად სჯერა, რომ მისი სიყვარული ჰარისადმი ნამდვილია. გაგრძელება + ფოტო