ფილმი „პრინცესას დღიურები“ ხომ ყველას გახსოვთ? რა თქმა უნდა, გახსოვთ. თქვენც ჩემსავით წარმოიდგენდით ხოლმე თავს ენ ჰეთევეის პერსონაჟად?
ჰო, რა თქმა უნდა, პრინცესობაზე ვინ არ ოცნებობს. მხოლოდ ღიმილი და ხელის ქნევა გევალება, ასე მეგონა დიდხანს, მაგრამ პრინცესობასაც ჰქონია პროტოკოლი, წესები, რომლებიც დედოფლობის სურვილს გაგიქრობთ და გათქმევინებთ, კიდევ კარგი, პრინცესა არ ვარო:
1. სამეფო ოჯახის წარმომადგენლებს ეკრძალებათ წითელი ტუჩსაცხის გამოყენება.
2. შვედეთის პრინცესა ვიქტორია, კიმ კარდაშიანისგან განსხვავებით, ვერასდროს გაიკეთებს მკვეთრ მაკიაჟს.
3. დაუშვებელია თვალების გამომწვევად დახატვა.
4. გამომდინარე გრაფიკიდან, სამეფო ოჯახის წარმომადგენლების მაკიაჟი დიდხანს უნდა ჩერდებოდეს სახეზე. ამისთვის მათ გარანტია უნდა ჰქონდეთ, რომ უმაღლესი ხარისხის კოსმეტიკას იყენებენ (ვფიქრობ, ეს არ გაუჭირდებათ).
5. დაუშვებელია საჯაროდ მაკიაჟის შესწორება.
6. აკრძალულია მკვეთრი ფერის მანიკიური.
7. მეგან მარკლი უკვე სამეფო ოჯახს ეკუთვნის და თმის ასე შეკვრის უფლება აღარ აქვს.
8. ვარცხნილობა ყოველთვის მარტივი და მოწესრიგებული უნდა იყოს.
9. შეხვედრებზე მიღებულია შლაპების გამოყენება.