4 ივნისს ოსკაროსანი მსახიობი - ანჯელინა ჯოლი 43 წლის გახდა და გადაწყვიტა, ეს დღე ექვსივე შვილთან ერთად სასიამოვნოდ გაეტარებინა.
ამჟამად მსახიობი Maleficent 2-ის გადაღებებზე, ლონდონში იმყოფება და შვილებიც დედაქალაქში მდებარე Thorpe Park-ში წაიყვანა.
დედა-შვილი რამდენიმე ატრაქციონზე დააფიქსირეს და მათმა გამოჩენამ საზოგადოებაც გაახალისა. ერთ-ერთმა თვითმხილველმა People-თან საუბარში აღნიშნა, რომ მისთვის საკმაოდ ამაღელვებელი იყო გვერდით ანჯელინას ოჯახის ხილვა, რომელსაც დაცვაც ახლდა თან.
მისი თქმით, გვერდით მდგომი ანჯელინა საკმაოდ მხიარულად ატარებდა დროს შვილებთან ერთად.
ხალხს, რა თქმა უნდა, დიდი სურვილი ჰქონდა, რომ ვარსკვლავურ ოჯახთან საერთო ფოტო გადაეღო, თუმცა დაცვამ, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, მათ ამის საშუალება არ მისცა. იხილეთ ფოტოები