უელსის სამეფოს ორივე სიმპათიური პრინცი - უილიამი და ჰარი - დაქორწინდა, მაგრამ მათ ჰყავთ უცოლო ბიძაშვილი - ლუი სპენსერი. ის ახალგაზრდა, სიმპათიური და მდიდარია.
ჰარისა და მეგანის ქორწილში იგი დედასა და დასთან ერთად მივიდა.
ლუის მამა პრინცესა დიანას ძმაა. ჩარლზ სპენსერი ვიქტორია ლოკვუდზე, წარსულში ცნობილ ბრიტანელ მოდელზე დაქორწინდა.
ლუის საკუთარ თავზე საუბარი არ უყვარს და მასზე ცოტა რამაა ცნობილი. მართალია, იგი პრინცი არაა, მაგრამ ქორწინების შემდეგ გრაფის წოდებას მიიღებს. მამისგან კი მემკვიდრეობით 1508 წელს აშენებული სასახლე ერგო - 90 ოთახით. გოგონებო, დიდგვაროვანზე გათხოვების შანსი ყველას აქვს. მეგანმა შეძლო სამეფო ოჯახში დამკვიდრება და სხვაც შეძლებს.