ჭორები იმაზე, რომ ქეთი თოფურია და გუფი ერთმანეთს ხვდებიან, ჯერ კიდევ მომღერლის განქორწინებამდე დადიოდა.
ქეთა და გუფიც გამუდმებით აგდებდნენ ინტრიგას სოციალური ქსელით. ხან ერთ ადგილას გადაღებულ ფოტოებს დებდნენ ფაზლივით, ხან ერთმანეთის მისამართით საეჭვო კომენტარებს აკეთებდნენ.
მაისში გუფმა თავის Instagram-გვერდზე ქეთასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. ფანებმა ეს მესიჯი მათი რომანის აღიარებად ჩათვალეს.
ამჯერად კი, თავად ქეთამ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც მას გუფი ნაზად ეხუტება. ფოტოზე ქეთას გრძელი თმა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის, სავარაუდოდ, მაისშია გადაღებული.