გასულ ხუთშაბათს ამერიკის პირველი ლედი მელანია ტრამპი პატიმრობაში მყოფ ბავშვთა მოსანახულებლად წავიდა.
ამაში გასაკვირი არაფერი იქნებოდა, რომ არა შეუსაბამო და გაუგებარი წარწერა მის ქურთუკზე: „მე არ მანაღვლებთ.“
საზოგადოების ნაწილი ამან პირველი ლედისადმი უარყოფითად განაწყო.
დონალ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ მეუღლის ქმედება თავისებურად ახსნა : „ეს მიმართული იყო ფეიკ ნიუს მედიის მიმართ. მელანიამ გაიგო, რამდენად უსამართლოები არიან ისინი და მიხვდა, რომ არ უნდა ანაღვლებდეს ისინი.“
სანამ ამას ტრამპი წერდა, სოციალურ ქსელში სხვა მოსაზრებაც გავრცელდა, რომლის მიხედვითაც წარწერის ადრესანტი თვით აშშ-ის პრეზიდენტია. ასე ფიქრობს მსახიობი კევინ მაკჰეილიი, რომლის აზრითაც მელანია მიხვდა, რამდენად უსირცხვილოდ ექცევა მეუღლე მას და ნამდვილად აღარ აინტერებს თუ რას მოიმოქმედებს შემდეგ.
ამ მოსაზრებას ამყარებს მელანიას სიტყვები, რომელიც ადრინდელი ინტერვიუდან გვახსოვს: „მე ვიცვამ იმას, რაც მომწონს და სიტუაციას შეესაბამება.“
თუ ეს მართალია, არ იქნება ერთადერთი შემთხვევა, როცა ქმრისადმი პროტესტს მელანია სამოსით გამოხატავს. შეგახსსენებთ, რომ 2016 წელს მეორე საპრეზიდენტო დებატებზე ტრამპი გუჩის ვარდისფერი კაბით, ბიუზჰალტერის გარეშე გამოცხადდა.