მომღერალი ლიზა ყენია საზოგადოების ყურადღების ეპიცენტრში მუდმივად იმყოფება. ის თავისი ორიგინალური ჩაცმის სტილითა და მომხიბლავი გარეგნობით ხშირად ახერხებს ჩვენ გაკვირვებას.
ლიზა და გიორგი უკვე დიდი ხანია, რაც საზოგადოებაში ერთად ჩნდებიან.
გოგონას უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს და ამ ულამაზესი წყვილის მიმართ ყველა დადებითადაა განწყობილი.
ადამიანები ხშირად აღნიშნავენ, რომ ისინი ერთმანეთს ძალიან უხდებიან.
წყვილი ხშირად სტუმრობს კაფეებსა და სხვადასხვა სახის გასართობ ადგილს, სადაც საინტერესო, თბილ და სიყვარულით სავსე ვიდეოებსაც იღებენ.
ზაფხულის სიცხეს აუზზე წასვლით ებრძვიან და თაყვანისმცემლებს არაჩვეულებრივი ფოტოებით ანებივრებენ.
რამდენიმე საათის წინ ლიზამ თავის „ინსტაგრამგვერდზე“ ძალიან რომანტიკული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის გიორგის ულამაზესი ფეიერვერკის ფონზე კოცნის.