მეგან მარკლმა სწრაფად აითვისა მანერები, რომლებსაც სამეფო ეტიკეტი ითვალისწინებს.
სამოსის მკვეთრი ფერები ნეიტრალური ტონებით შეცვალა, ჯვარედინად გადაკიდებული ჩანთები კი - ქლათჩებით.
თუმცა, რამდენიმე დღის წინ მეგანი მედიის ყურადღების ცენტრში პროტოკოლის დარღვევის გამო მოექცა. ELLE-ის ინფორმაციით, დაჯილდოებაზე - „ახალგაზრდა ლიდერები“ დედოფლის გვერდზე მჯდომმა მეგანმა ფეხები გადააჯვარედინა.
სოციალურ ქსელებში მისი ჯდომის მანერა მაშინვე გააკრიტიკეს. „ტვიტერის“ მომხმარებლების ნაწილი წერდა, რომ მეგანის გადაჯვარედინებული ფეხები და ასევე „უწესოდ“ მჯდომი ჰარი დედოფლის გვერდით საშინელი სანახავი იყო. გაგრძელება + ფოტო