დედოფალი ელისაბედი ბოლოდროინდელ ფოტოებში იმდენად შეუვალი ჩანს და ისეთი მკაცრი გამომეტყველება აქვს, უნებლიეთ ჩნდება კითხვა: „ეს ქალი ოდესმე იცინის? იღიმის მაინც?
დიახ, დიახ, იცინის და თქვენ წარმოიდგინეთ, ხუმრობს კიდეც!
რამდენიმე თვის წინ ბუკინგემის სასახლეში დედოფალთან ინტერვიუ ჩაიწერა. ის-ის იყო, მას ჟურნალისტის მორიგ კითხვაზე უნდა ეპასუხა, რომ მისი ყურადღება ვერტმფრენის ხმამ მიიქცია. ენაკვიმატმა ელისაბედმა უეცრად განაცხადა:
„როცა ლაპარაკი მინდა, ტრამპი მაშინ გადაიფრენს ხოლმე ჩემს თავზე. რატომ დაფრინავს გამუდმებით წინ და უკან?" - თქვა დედოფალმა. ამით მან ხაზი გაუსვა ამერიკის პრეზიდენტის ხშირ არაოფიციალურ ვიზიტებს ინგლისში.
თუ გაიაზრებთ, რომ სურათებზე ინგლისის დედოფალს ხედავთ და მის პირქუშ მზერასთან პარალელს გაავლებთ, ეს ღიმილს მოგგვრით.