მსახიობი შორენა ბეგაშვილი გუშინ იუბილარი იყო. მან გრანდიოზული დაბადების დღე საცურაო აუზზე გადაიხადა.
შორენას დაბადების დღე საყვარელმა მამაკაცმა ირაკლი ნანაძემ გადაუხადა.
საიუბილეო წვეულებაზე მოწვეულნი იყვნენ შორენას ოჯახის წევრები, შოუბიზნესის წარმომადგენლები და ირაკლის და შორენას მეგობრები, მათ შორის - ლელა წურწუმია, ბუკა მანაგაძე, მაკა ზამბახიძე, მამულიჩა და სხვები.
მომღერლებმა მსახიობს დაბადების დღის აღსანიშნავად უმღერეს.
შორენას და მის ქალიშვილს, ევას წვეულებაზე თეთრი კაბები ეცვათ.
გვიან ღამით შორენას საყვარელმა მამაკაცმა გრანდიოზული ფეიერვერკი მოუწყო, რომელიც ბეგაშვილისთვის მოულოდნელი იყო.
ფეიერვერკის შემდეგ დაბადების დღის ტორტი შორენამ და ირაკლიმ ერთად გაჭრეს.
როგორც ჩანს, წყვილი თავის ურთიერთობას საერთოდ აღარ მალავს. უფრო მეტიც, "რეიტინგისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ წყვილი უკვე ერთად ცხოვრობს. მათთან ერთად ცხოვრობს შორენას უმშვენიერესი ქალიშვილი ევა ბარბაქაძეც. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები