მის გარშემო ყოველთვის ბევრი ჭორი ტრიალებდა და ყველას აინტერესებდა, თუ ვინ იყო შორენას გვერდით.
მას ქართველ სექსსიმბოლოსაც უწოდებენ. მშვენიერი ქალბატონი დაბადების დღეზე თავის რჩეულთან, ირაკლი ნანაძესთან ერთად გამოჩნდა. ცხადია, წვეულებაზე მისი ოჯახის წევრებიც იყვნენ.
"ინსტაგრამზე" შორენამ მხოლოდ ეს ფოტო გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ იუბილარია.
შორენა 8 ივლისს 36 წლის გახდა. მას თეთრი, ბრჭყვიალა კაბა ეცვა, რომელიც ძალიან უხდებოდა.
დაბადების დღე საცურაო აუზზე გადაიხადა და საკმაოდ პომპეზურად აღნიშნა: ფეიერვერკით, ლამაზი ტორტით და უამრავი მეგობრის თანხლებით. მის დაბადების დღეზე ცნობილი მომღერლები ჭარბობდნენ: ლელა წურწუმია, ნოდიკო ტატიშვილი, ბუკა მანაგაძე, მაკა ზამბახიძე.
მათ შორენას სპეციალურად უმღერეს და დაბადების დღე კიდევ უფრო გაულამაზეს. აქვე იხილავდით მამულიჩას და ლევან ჯიბღაშვილსაც.
ტორტის გაჭრის შემდგომ შორენამ თავის რჩეულს აკოცა.