ულამაზეს იტალიელ ქალთა სიაში თავისი ადგილი დამსახურებულად უკავია მსახიობ ორნელა მუტის.
ის 1970 წლიდან, ძირითადად, იტალიურ ფილმებში ჩნდება, ხოლო 1980 წელს ითამაშა ბრიტანულ ფანტასტიკაში - "ფლეშ გორდონი", რაც ფართო ასპარეზზე წარმატების მიღწევაში დაეხმარა.
70-80-იანი წლები მისი კარიერის პიკი იყო. ორნელა ახალგაზრდა იტალიელების კერპი გახლდათ. სამოცდაათიან წლებში ხუმრობდნენ კიდეც: "მეოცე საუკუნის ყველა იტალიელმა ლამაზმანმა მასში განიცადა რეინკარნაცია".
მისი ფოტოები სხვადასხვა ქვეყნის პრესტიჟული ჟურნალების ყდებზე არაერთხელ დაიბეჭდა.
მისი მონაწილეობით მხოლოდ ორი ფილმი ითარგმნა ქართულად, რომლებმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა. როგორც ქართველმა, ასევე საბჭოთა კავშირის მაყურებლებმა განსაკუთრებით შეიყვარეს ფილმი - "ჭირვეულის მორჯულება", სადაც ვარსკვლავს პარტნიორობას ადრიანო ჩელენტანო უწევს. მეორე ფილმშიც - "უზომოდ შეყვარებული", რომელიც ქართულადაა ნათარგმნი, ორნელას პარტნიორი კვლავ ჩელენტანოა.
როგორც ცნობილია, ორნელა მუტის და ადრიანო ჩელენტანოს რომანი რეალურ ცხოვრებაშიც ჰქონდათ. ისინი ერთმანეთით ფილმ "ჭირვეულის მორჯულების" გადაღებებისას მოიხიბლნენ. ჩელენტანომ მუტის გამო გარკვეული პერიოდით ოჯახიც კი დატოვა, თუმცა, რაღაც პერიოდის შემდეგ ცოლს და შვილებს დაუბრუნდა და მუტიზე არ დაქორწინებულა. განაგრძეთ კითხვა და დაათვალიერეთ ფოტოები