როგორც იცით, ნინი ბადურაშვილის ყოფილი ქმარი ირაკლი კუტალაძე რუსეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს.
მას მერე, რაც მისი და მომღერლის ქორწინება სკანდალურად დაირღვა, ბევრი დრო გავიდა. ირაკლი კუტალაძეს კავშირი არ გაუწყვეტია შვილთან და პატარა ელენესთან დიდ დროს ატარებს - ხშირად მიჰყავს დასასვენებლად და ერთობლივ ფოტოებსაც დებს ხოლმე.
არც ისე დიდი ხანია, მას რუსეთში მეორე ქალიშვილიც ეყოლა. გოგონა მან საქართველოშიც ჩამოიყვანა და მასთან და ელენესთან ერთად ოჯახური ფოტოებიც გადაიღო. სოციალურ ქსელში მისი მეგობრები წერენ, რომ გოგონები ძალიან ჰგვანან მამას და - ერთმანეთს.
ბავშვის დედა
ირაკლის ახალი მეორე ნახევარი ირინა შინკარევაა, რომელიც სოციალურ ქსელში ხშირად გამოხატავს ქართველი მეუღლისადმი სიყვარულს. ამჯერად დაბადების დღე მიულოცა მეუღლესა და ქალიშვილს, რომლებსაც, როგორც ჩანს, ერთდროულად აქვთ დაბადების დღე.
ირინა შინკარევა:
- გილოცავთ, ჩემო საყვარლებო. თქვენ საუკეთესო ხართ, რაც შეიძლებოდა გადამხდენოდა ამ ცხოვრებაში. იყავით ჯანმრთელები, ბედნიერები. დაე, თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი იყოს მშვიდად და აუღელვებლად, ყველა უბედურებამ აგიაროთ გვერდი. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები