რუსკა მაყაშვილი და მისი მეუღლე სანდრო ნიჟარაძე ევროპაში მოგზაურობენ.
წყვილი „ინსტაგრამზე“ საინტერესო ხედებით გადაღებულ ფოტოებს ტვირთავს, სადაც ჩანს, რომ ისინი ერთმანეთზე ყურებამდე შეყვარებულები არიან.
„ჩვენ გვიყვარს ბარსელონა“ - აღნიშნა რუსკამ მოგზაურობის დროს გადაღებული ერთ-ერთი ფოტოს აღწერაში.
ეს სახალისო, ყოველდღიურობის ამსახველი ფოტო, სადაც რუსკა და სანდრო შოკოლადის ვაფლებს მიირთმევენ, ამსტერდამშია გადაღებული.
ემიგრანტი გულშემატკივრები რუსკას კომენტარებში უწერენ, რომ წყვილს სიამოვნებით ნახავდნენ. „ჰოლანდიაში ვცხოვრობ დიდი ხანია. რომ მცოდნოდა, ამსტერდამში იყავით, იქნებ შემთხვევით მაინც მენახეთ“..
როგორც გითხარით, წყვილმა ბარსელონაც მოინახულა..
ეს რომანტიკული და დასამახსოვრებელი ფოტოც სწორედ ბარსელონაშია გადაღებული. ცხადია რუსკამ თავის "ფეისბუქგვერდზეც" გააზიარა და შემდეგი წარწერა დაურთო: "ტრადიციული ფოტო"...
საინტერესოა ისიც, რომ რუსკამ ვან გოგის მუზეუმიც მოინახულა და მხატვრის უზარმაზარ ავტოპორტრეტთან სამახსოვრო ფოტო გადაიღო.