ია ფარულავამ 90-იანი წლები აშშ-ში გაატარა, 1991 წლიდან ჯერ სიეტლში, შემდეგ კი ლოს-ანჯელესში ცხოვრობდა. ცნობილია, რომ ჰოლივუდში ცხოვრების პერიოდში არაერთ სახელგანთქმულ ვარსკვლავთან მეგობრობდა და სხვადასხვა წვეულებაზე მათთან ერთად არაერთხელ ჩნდებოდა.
ეს პერიოდი მან მოგვიანებით თავის წიგნში აღწერა: "1993 წელს ბედმა აშშ-ში, კერძოდ, ლოს-ანჯელესში გადამისროლა. ჯადოსნური ჰოლივუდის მშობელ მეგაპოლისში, აქ მოხვედრას და გავარსკვლავებას ხომ მსოფლიოს მილიონობით დამწყები თუ უკვე გამობრძმედილი მსახიობი ოცნებობს. მეც მექაში მოხვედრილი პილიგრიმივით მივყევი დინებას.."
თავად ჰოლივუდი ვერ დაიპყრო. ამის მიზეზი მისი აქცენტი და ეთნიკური შესახედაობა გახლდათ. ჰოლივუდში ცხოვრების დროს ის სხვადასხვა რეკლამაში გადაიღეს.