ცნობილია, რომ მეგან მარკლი თავადაა საკუთარი თავის დიეტოლოგი და ხშირად რჩევებსა და რეცეპტებს საკუთარ ბლოგზე, The Tig-ზე ათავსებს.
Marao.ge-ს არ გასჭირვებია მისი დღის რაციონის მოძიება:
საუზმე
ის დღეს ყოველთვის საუზმით იწყებს და არასდროს ამბობს უარს მასზე. არჩევანს ბანანით ან სხვა ხილით მომზადებულ შვრიაზე აკეთებს ან ომლეტსა და სალათის ფურცლებს მიირთმევს.
ლანჩი
მეგანი უარს ამბობს კოფეინის მიღებაზე და აცხადებს, რომ კოფეინის დანაკლისს ცოცხალი წვენებით ანაზღაურებს.
„რა თქმა უნდა, ენერგიის მისაღებად კოფეინი არაჩვეულებრივი საშუალებაა და ხშირად მჭირდება, მაგრამ ამას ვაშლის, ჯინჯერისა და ლიმონის კოქტეილით ვანაცვლებ. მერწმუნეთ, ეს გაცილებით უკეთესია, ვიდრე ერთი ჭიქა ესპრესო“, - ამბობს მეგანი.
მარკლი ხშირად აღნიშნავდა, რომ სამზარეულოში ფუსფუსი უყვარს და კვირა დღეს ის დიდი მონდომებით ამზადებდა სადილს. როგორც თავად ამბობს, განსაკუთრებით ქათმის მომზადება ხიბლავდა. ცნობილია ისიც, რომ მეგანი ალკოჰოლის დიდი სიყვარულით არ გამოირჩევა.
როგორ ინარჩუნებდა მეგან მარკლი ფორმას გათხოვებამდე