„შიშველი ვიყავი, როცა ტრამპმა დამირეკა“ - რას ჰყვება კიმ კარდაშიანი აშშ-ის პრეზიდენტზე - Marao

„შიშველი ვიყავი, როცა ტრამპმა დამირეკა“ - რას ჰყვება კიმ კარდაშიანი აშშ-ის პრეზიდენტზე

2018-08-06 11:00:11+04:00

წარმოიდგინეთ, რამდენად გასაოცარია, როცა აშშ-ის პრეზიდენტი გირეკავთ.
კიდევ უფრო შოკის მომგვრელია, როცა ამ დროს სრულიად შიშველი ხარ და როცა ეს კიმ კარდაშიანის თავს ხდება.

კიმიმ ერთ-ერთ ტელეშოუში პრეზიდენტის ზარის ისტორია გაიხსენა. როგორც მოდელი ამბობს, ტრამპის ზარის მიზეზი მერი ალისა ჯონსონია, რომელსაც კიმი იცავს:

„გადაღება მქონდა, როცა ზარის ხმა გავიგე. სრულიად შიშველი ვიყავი და ძალიან ავნერვიულდი. ჩაცმა დავიწყე. ეს საოცრება იყო. პრეზიდენტზე არაფერი ცუდის თქმა არ შემიძლია“, - ამბობს კიმი.

იხილეთ: წლის ყველაზე თამამი ფოტოსესიები, კიმ კარდაშიანის მონაწილეობით