ტოპ-5 ყველაზე სექსუალური ქართველი მამაკაცი

ტოპ-5 ყველაზე სექსუალური ქართველი მამაკაცი
თუ წინა თაობის გოგონები კუმირებს ჰოლივუდურ ფილმებსა და ბრაზილიურ ან ლათინო-ამერიკულ სერიალებში ეძებდნენ, ახალი თაობის ყურადღება ქართველ სელებრითებზე გადმოერთო, რადგან მათ შორის მართლაც ბევრი მიმზიდველი და სიმპათიური მამაკაცია. ჩვენ მხოლოდ 5 მათგანს წარმოგიდგენთ:

გიორგი ბაბლუანი


მსახიობს საერთაშორისო აღიარება და პოპულარობა უფროსი ძმის, გელა ბაბლუანის ფილმში „13“ სადებიუტო როლმა მოუტანა. 2017 წელს მისი მონაწილეობით კიდევ ერთი ფილმის, „ფულის“ პრემიერა საქართველოში გაიმართა, რომელმაც მსოფლიოში დიდი აღიარება მოიპოვა. გიორგი წლებია საფრანგეთში ცხოვრობს და კარიერასაც იქ აგრძელებს.
რამდენიმე წლის წინ
მან სერბ მოდელსა და მსახიობზე, ბოიანა პაიკზე იქორწინა. მათ 2 მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ და როგორც გიორგი ჟურნალისტებთან ამბობს, პატარებმა მამის მშობლიური ენა უკვე იციან.

თორნიკე გოგრიჭიანი


რა გასაკვირია, რომ თეატრისა და კინოს გამორჩეულ მსახიობს, თორნიკე გოგრიჭიანს განსაკუთრებული ცნობადობა სერიალებმა მოუტანა. ის ჯერ სერიალის „გოგონა გარეუბნიდან“ მთავარი გმირი იყო, შემდეგ კი „ხელოვნური სუნთქვის“ საინტერესო პერსონაჟი შექმნა. წლების წინ მითქმა-მოთქმა გამოიწვია მისმა ქორწინებამ მსახიობ ნინო ქორიძეზე, თუმცა აჟიოტაჟი მალევე მიწყნარდა, რადგან წყვილმა ყველას დაანახა მათი სიყვარულის სიძლიერე. ნინოსა და თორნიკეს ერთი ქალიშვილი ჰყავთ - ნატალია.

გიორგი ნაზღაიძე


მიუხედავად იმისა, რომ ფოტომოდელი გიორგი ნაზღაიძე დღეს ერთ-ერთი უძრავი ქონების კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მუშაობს, სექს-სიმბოლოს სტატუსს კვლავ არ თმობს და ბევრი ქალისთვის ისეთივე მიმზიდველია, როგორც წლების წინ.

საბა კემულარია


მომღერალი საზოგადოებამ პროექტ „მხოლოდ ქართულის“ მეშვეობით გაიცნო და გოგონებისა (და არამხოლოდ) მხარდაჭერაც მალევე დაიმსახურა, რაშიც ხმის ტემბრისა და ვოკალური მონაცემების გარდა, ალბათ, დიდი როლი მისმა ვიზუალმაც ითამაშა. საბას მიმართ ხალხის სიმპათია კიდევ უფრო გაიზარდა, როცა პროექტში მოგებული თანხა ლეიკემიით დაავადებულ ბავშვს გადასცა. მომღერლის პირადზე ბევრი არაფერია ცნობილი. არც ის იცის საზოგადოებამ, თუ როგორი გოგონები მოსწონს მომღერალს, თუმცა მისი ერთ-ერთი ინტერვიუდან გარკვეული დასკვნების გამოტანა შეიძლება. საბას თქმით, ცოლმა ოთხი შვილი მაინც უნდა გაუჩინოს.

ირაკლი მაქაცარია


შეიძლება ბევრისთვის მოულოდნელი იყოს იმის აღმოჩენა, რომ „პრაიმ შოუს“ წამყვანი ირაკლი მაქაცარია პროფესიით არც მოდელია, არც ჟურნალისტი და არც მსახიობი. ირაკლი ბიზნესმენია და რამდენიმე სფეროშია დასაქმებული. მიუხედავად იმისა, რომ სამი წლის წინ ის ცოლს ერთ-ერთ რუსულ ტელეშოუში ეძებდა და მონაწილეობას იღებდა პროექტში „მარტოხელა“, 33 წლის ირაკლი კვლავ უცოლოა. პროექტით მან მართლაც გაიცნო გოგონა, რომელსაც პრესაში „ირაკლის საცოლედაც“ მოიხსენიებდნენ, თუმცა წყვილი ერთმანეთს მალევე დაშორდა, მიზეზი კი უცნობია. შემდეგ ირაკლი პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ გამორჩეული მონაწილე გახდა და საზოგადოების სიმპათიაც დაიმსახურა. განსაკუთრებული პოპულარობა კი გადაცემა „პრაიმ შოუმ“ მოუტანა.

FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 4 /
ნინუცა
ყოველთვის დავამატებდი გიორგი ვარდოსანიდზეს
20:59 / 12-08-2018
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
ირაკლი და თორნიკე!
21:18 / 06-08-2018
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93