თუ რაღაც საკუთარ თავში არ მოგწონს, უნდა შეცვალო. - ეს ეხება გარეგნობასაც და ცნობილ ადამიანებსაც. საქართველოში ბოლო დროს პლასტიკურ ოპერაციას ხშირად მიმართავენ და სხეულის სხვადასხვა ნაწილის ფორმასა თუ ზომას იცვლიან. შემდეგ ამაზე დაუფარავად საუბრობენ, ან საგულდაგულოდ მალავენ.
დღეს ჩვენ იმ ქართველ ცნობილ ადამიანებს გაგაცნობთ, რომლებსაც პლასტიკური ოპერაციებისთვის მიუმართავთ.
1. თაკო გაჩეჩილაძე
ეკრანზე გამოჩენას არა, მაგრამ ამაზე საუბარს ნამდვილად გაურბის მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე. თუ მის ძველ ფოტოებს გადახედავთ, განსხვავებას მალევე აღმოაჩენთ და დარწმუნდებით, რომ მას ცხვირის და ტუჩის ფორმა აშკარად შეცვლილი აქვს.
2. ნანკა კალატოზიშვილი
ამ ულამაზესი მსახიობის ძველ ფოტოებს თუ გადახედავთ და ახალს შეადარებთ, განსხვავებას მხოლოდ ცხვირის ფორმაში დაინახავთ.
3. ნინო კუზანოვა
კითხვაზე, თუ „რა გაქვთ გაკეთებული“, ცნობილი პლასტიკური ქირურგების რძალი და კარდიოლოგი ნინო კუზანოვა პასუხობს, რომ თავიდან ბოლომდე აწყობილია.
4. ნანუკა გოგიჩაიშვილი
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართველი მოდელის, ნანუკა გოგიჩაიშვილის უნაკლო ცხვირი პლასტიკური ქირურგიის შედეგია.
5. ეკო ფანგანი
ტელეწამყვანი ცხვირის ერთხელ გაკეთებას არ დასჯერდა და მეორედაც წავიდა რისკზე. აღნიშნავს, რომ თავიდან მას მეგობრებიც კი ვერ ცნობდნენ, თუმცა ფაქტია, ოპერაციებმა წარმატებული შედეგი გამოიღო.